1.ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.2.იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.3.იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.4.იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.5.სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.6.უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?7.უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.8.უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.9.უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.10.ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.11.გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.12.გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.13.დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.14.ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.15.ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.16.უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.17.არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.18.დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.19.გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,20.ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.21.გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.22.ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.23.უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.24.ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.25.გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!26.კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.27.ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.28.ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.29.ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;“ ().
1. საერთო მადლიერება და განგების ხილვა
ფსალმუნის ის სიტყვა, რომელსაც ხალხი ჩვეულებრივ ხმაშეწყობით გალობს, ასეთია: „ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.“ (), და იგი ბევრს აღვიძებს; იმ სულიერ შეკრებასა და ზეციურ დღესასწაულზე ხალხი განსაკუთრებით...
...მბობს: „რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ" (). თავი ყველა ბორკილისაგან გაითავისუფლეს.ჭეშმარიტად, „ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა" ().
5. აღსასრულის სიხარული და სნეულების მოთმინება
იქ არასოდეს გაიგონებ არც გოდებას, არც მოთქმას; მათი ჭერი სუფთაა ამ უსიამოვნებათაგან, სუფთაა ამგვარი ყვირილისგან.რადგან მათ შორისაც კვდებიან; სხეულით უკვდავნი ხომ არ არიან; მაგრამ სიკვდილს სიკვდილად არ ცნობენ.გარდასულებს საგალობლებით მიაცილებენ; ამას გაცილებას უწოდებენ, არა გამოსვენებას.და თუ ეუწყებათ, რომ ესა და ეს გარდაიცვალა, დიდია სიხარული, დიდია სიამე; უფრო სწორად, ვერც კი ბედავს ვინმე თქმას, ესა და ეს გარდაიცვალაო, არამედ ამბობს: ესა და ეს სრულყოფილ იქმნაო.შემდეგ არის მადლობის შეწირვა, დიდი დიდებისმეტყველება, სიხარული, რადგან თითოეული ლოცულობს, რომ ასეთი აღსასრული მიიღოს, ასე გამოვიდეს...
...ოსა რა მისით, განწმინდა. ეკლის გვირგვინი - ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან მომდინარე ცოდვებია. ისინი ქრისტემ, თავისი ღმრთეებრიობით, რაზეც მასში თავი მიანიშნებს, გააცამტვერა. ლერწამი ჩვენი უძლური და ხრწნადი სხეულის სიმბოლოა; რომელიც ქრისტემ, როგორც ამას დავითი ამბობს, აღამაღლა: მარჯუენემან უფლისამან ამამაღლა მე (); ხოლო მიიღო რა ყურებით მკრეხელური სიტყვები, უფალმა გველის სისინისაგან განკურნა, რომელიც ევას სასმენელთა მეშვეობით შემოვიდა.
31-32. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. - სამი მახარებელი ამბობს, რომ იესოს ჯვარი სიმონს მიჰქონდა, იოვანეს თქმით კი, იგი თვითონ უფალმა ზიდა. როგორც ჩანს, ორივე მოხდა, რადგან ჯვარი პირველად იესოს მიჰქონდა და მისი ზიდვა არავინ ისურვა. ხოლო შემდეგ, გზაში სიმონი იპოვეს და იგი მას დაადეს (აჰკიდეს): შენ კი ესეც იცოდე, რომ სიმონი მორჩილად ითარგმნება. ამგვარად, ქრისტეს ჯვარს ის აღიღებს, ვისაც მორჩილება აქვს. კვირინე ადრე პენტაპოლისი იყო და იმ ხუთ გრძნობას აღნიშნავს, რომელთაც ჯვრის აღება ჰმართებთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:
...ველითგან მოასწავებდა და ღმერთი განაჩინებდა სასჯელსა მას, ამის-თჳს წინაჲსწარმეტყუელისა იგი სიტყუაჲ წარმოიღო სამხილებელად მათდა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ ; (21,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გამოაჩინა განვრდომაჲ იგი ჰურიათაჲ და შეწყნარებაჲ წარმართთაჲ. ესე საქმე ქანანელისაგანცა მოასწავა და ასისთავისაგანცა და კარაულისაგანცა და სხუათა მრავალთა სახეთაგან. ეგრეთვე აქა ესე აუწყა. ამისთჳს იტყჳს: „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.
რომელსა იტყჳს უფლისა მიერ ყოფად და საკჳრველად წინაშე თუალ-თა ჩუენთა? შენაწევრებასა მას განყოფილთა მათ კიდეთასა. ესე იგი არს, ვითარმედ წარმართნი მოვიდენ სარწმუნოებად, და ჰურიათაგან რომელ-თაცა ჰრწმენეს, ერთ იქმნენ მათ თანა. რომელთა შორის პირველ ფრიადი და ურიცხჳ იყო განყოფილებაჲ და მტერობაჲ, რომელთა შეერთებაჲ ძნელ იყო და საკჳრველ.
„ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარ...