...არ ათავისუფლებდა და თავისუფლებას არ აძლევდა. ასეა ღვთის ნება ყოველთვის — სათნოების მოქმედ ადამიანებს საფრთხეებიდან არ გაიყვანოს და განსაცდელებისგან არ აათავისუფლოს, არამედ თავად გამოცდებში ისეთი შეწევნა აჩვენოს, რომ თვით გამოცდები ზეიმის საბაბად იქცეს. ამიტომ ნეტარი დავითიც ამბობდა: „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე" (). შენ, ამბობს, ჭირი არ მოგიშორებია, არ მომეცი სიმშვიდე მისგან ათავისუფლებით, არამედ — რაც საკვირველი და უჩვეულოა — თავად ჭირთა შორის უსაფრთხოებაში მომიყვანე. იგივეს აქაც აკეთებს კაცთმოყვარე უფალი. „და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა... იოსებისათჳს" (), — ნათქვამია. უცხოტომელიც კი დარწმუნდა, რომ თითქოს მონა ღვთის სათნო ადამიანთაგანია. „და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა... და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან" (), — ნათქვამია. თითქმის ბატონად დაადგინა მთელ სახლზე. ამრიგად, მონას, ტყვეს, თავისი ბატონის მთელი ქონება ხელთ ეპყრა. ასეთია სათნოება! სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ყველგან ყოველივეს სძლევს და ყველაფერზე ბატონობს. როგორც სინათლის გამოჩენისას ბნელი ქრება, ისე განიდევნება...
ფსალმუნები 4:2
1. გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი,ფსალმუნი. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.2. შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა.3. უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას.
ფსალმუნები თავი 4