მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 44:8

7. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.8. მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.9. მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
ფსალმუნები თავი 44
8. მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი, და ჩუენ მის მიერ (8,6).:

...ე", — ნუ ჰგონებ, ვითარმედ განუკუთნებიეს მამისადა ღმრთეებაჲ და ძისადა — უფლებაჲ, რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთა მიერ მამასა უფალ ეწოდების (ვითარ-იგი. "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა" ()), და ძესა — ღმერთ (ვითარ-იგი: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან" ()); და კუალად, თჳთ ესევე მოციქული უწოდს ძესა ღმრთად: "რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა კურთხეულ" (). ხოლო იტყოდის თუ ვინმე, ვითარმედ: მამასა მარტოდ შეეტყუების ღმრთეებაჲ, ვინაჲთგან უთქუამს — "ერთ არს ღმერთი მამაჲ", ნუუკუე ძესა სადმე მხოლოდ შეეტყუებოდის უფლებაჲ თქუმულითა ამით: "ერთ არს უფალი იესუ ქრისტე"!

არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ წინა-აღსადგომლად წარმართთა მრავალღმრთეებისა და მრავალ-უფლებისა თქუა მოციქულმან ერთღმრთეებაჲ და ერთ-უფლებაჲ.

ხოლო მრავალნი ეძიებენ, თუ რაჲსათჳს არა მოიჴსენა სული წმიდაჲ. ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ, ვინაჲთგან წარმართთა მრავალღმრთეებისა სამხილებელ იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს შეეშინა მოჴსენებაჲ სულისაჲ, განმრავლებისათჳს ღმერთთა და უფალთაჲსა; ნუსადა მათ ჩუენ შორისცა ჰგონონ ყოფა მრავალღმრთეებისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ უცთომელად მოიჴსენა მამისათჳ...

სრულად ნახვა