...და შინაგანი იგი ორგულებაჲ და ბილწებაჲ მათი და ყოვლითურთ წარწყმედულობაჲ, რამეთუ ამისთჳს არა ჰრწმენა მისი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს ორგულებითა და ყოვლითავე უშჯულოებითა. ხოლო ამას ესევითარსა სიბოროტესა და საძაგელებასა მათსა არა ქრისტე ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“ უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად; ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ. (2 სჯ. 32, 5-6) და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.
ფსალმუნები 5:10
9. რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.10. განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ,11. და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
ფსალმუნები თავი 5