მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხვნი 12:3

2. ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.4. უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი.
რიცხვნი თავი 12
3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრამის თავმდაბლობა და სიმშვიდე:

...იდისა და თავმდაბლობის ძალა, და როგორ შეეძლო ამ ერთ სათნოებას, ვინც მასში სრულად წარმატებულ იქნა, გამოუთქმელი ქების ღირსი გაეხადა, ისმინე ნეტარი მოსეს განდიდებისა და იმ გვირგვინის შესახებ, რომელიც ამ სათნოებისთვის დაიწნა მისთვის. „და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა" (). ხედავ, რა დიდი ქებაა: მან იგი მთელ კაცობრიობას გაუთანაბრა, უფრო სწორად — მთელ კაცობრიობაზე მაღლა დააყენა. იგივეს ამბობს წერილი დავითის შესახებაც: „მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი" (). სწორედ ამ სათნოებით მოიხვეჭა პატრიარქმა აბრაამამაც ზეცით კიდევ უფრო დიდი კეთილგანწყობა და, თავის მხრივ, რაც შეეძლო, ის გააკეთა, რისთვისაც კაცთმოყვარე ღვთისგან უფრო დიდი სიკეთეების ღირსი შეიქნა. ამას ნახავთ, როცა გუშინდელი სიტყვის გაგრძელებას შემოგთავაზებთ და, საყვარელნო, აგიხსნით იმას, რაც წერილიდან უკვე წაკითხულია. როცა პატრიარქმა დიდი სიმშვიდით დაუთმო ლოტს საუკეთესო ადგილები და არჩევანის უფლება მიანიჭა, თავად კი ნებით აიღო უარესი ნაწილი, მხოლოდ იმისთვის, რომ დავა შეეწყვიტა, — შეხედე, რა ჯილდო მიიღო მაშინვე ღვთისგან, და როგორ აღუდგინა მას ღმერთმა თავისი დიდი სიუხვით კიდევ უფრო დი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა:

...მსა გლოვისასა და ყოველსავე საქმესა შინა.

იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“. უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა