მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 1:16

15. ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც.16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.
რომაელთა მიმართ თავი 1
16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებისა მისთჳს, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს (1,16).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაღაცათუ ურწმუნოთა მრავალი სასირცხჳნე ჰგონიეს სახარებასა შინა, ვითარ ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი და ჰურიათა იგი შეურაცხებანი, არამედ მე არა სირცხჳლ მიჩნს ყოველივე იგი, არამედ უფროჲსად დიდება. ხოლო ამას იტყჳს, რაჲთამცა ასწავა მათ ყოვლადვე არა სირცხჳლი ესევითართა მათ საქმეთა ზედა. და კუალად, ვინაჲთგან ჰრომნი მრავალთა ჴორციელთა საქმეთა ზედა ზუაობდეს, ვითარ სიმდიდრესა ზედა და დიდებასა და სიბრძნესა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ ჰზუაობთ ეგევითართა მათ ზედა, ხოლო მე მოვალ თქუენდა გლახაკი და არა მრცხუენის მოსლვად და ქადაგებად სახარებასა ქრისტესსა, ამისთჳს, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოველთა, რომელთაცა შეიწყნარონ იგი.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, [რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა (1,16).:

თარგმანი]: და კადრებაჲ იგი . აწ მოციქული პირველად ამას ასწავებს ჰრომთა, პირველ თქუმისა მათ არცა ერთსა სირცხჳლ უჩნ. ამისსა შემდგომად მცირედ-მცირედ აღიყვანებს და აღამაღლებს ქადაგებასა თჳსსა და ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ სიმდიდრესა და სიბრძნესა და ძლიერებასა . აღზუავებულთა მაგათ არა მრცხუენის მე ქადაგებაჲ სახარებისაჲ. რაჲსათჳს-მე? — გარნა ამისთჳს, "ლი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად არა ყცთა, არამედ ყოველთა მორწმუნეთა . ხოლო ურწმუნოთა სახარებისა

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოველთა, რომელთა ჰრწამს იგი, ჰურიათა პირველად და მერმე წარმართთა (1,16).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჰურიათაცა და წარმართთაცა. თუ არა, არა თუ რომელ იტყჳს, ვითარმედ: ჰურიათაცა და წარმართთაცა. თუ არა, არა თუ რომელ იტყჳს, ვითარმედ "ჰურიათა პირველად", ამას მოასწავებს თუ ჰურიათა უმეტესი მადლი მიეცემის, რაჟამს ჰრწმენეს. ნუ იყოფინ! არამედ სიტყუად თქუა თუ "ჰურიასა ჭირველად", ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჰურიასაცა და წარმართსაცა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის