თარგმანი: იტყოდესო თუ: ჩუენ ბრძენ ვართ და რაჲმცა დაგურჩა, რომელიმცა ვერ გულისჴმა-ვყავთ? და ესე ექმნა მიზეზ ურწმუნოებისა ღმრთისა. ამისთჳსცა განცოფნეს, რამეთუ რაჲმცა უცოფე იყო ქვათა და ძელთა თაყუანის-ცემისა?
რომაელთა მიმართ 1:22
21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,
რომაელთა მიმართ თავი 1