თარგმანი: არა თუ ღმერთმან მისცნა იგინი არაწმიდებად; ნუ იყოფინ! არამედ ღმერთმან იხილა რაჲ, ვითარმედ უღირს არიან მის მიერსა საფარველსა, დაუტევნა იგინი და უგულებელს-ყვნა. და მერმე, დაუტევნა რაჲ ღმერთმან, მეყსეულად მიიხუნა იგინი ეშმაკმან. და "მისცნა". რასა-იგი მისცნა? აწ უკუე დატევებასა მას და მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" იტყჳს მოციქული. რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნებსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა. და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, — რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა; მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად; ხოლო მათ არა ინებეს არა რომლითა სახითა მოქცევაჲ, და ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ, — ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან; გინა თუ ესრეთცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "მისცნა იგინი გულისთქუმასა გულთა მათთასა" — ვითარმედ: მისცნა იგინი თჳსთა ნებათა, რაჲთა, რაჲცა სურის, ქმნან, რამეთუ ღმერთი იძულებით არავის იმჭირავს.
რომაელთა მიმართ 1:24
თარგმანი: სიტყუაჲ ესე "მიცემისაჲ" მიშუებისა ნაცვალად დადებულ არს. რამეთუ რაჟამს ღმერთმან დაუტევნა და განაშიშულნა იგინი შეწევნისა თჳსისაგან, მიერითგან ეუფლა მათ სატანა, და მან მისცნა, რასა-იგი მისცნა; და უფროჲსღა თჳთ განსცეს თავნი მათნი გულისთქუმასა გულთა მათთასა, რამეთუ ვითარცა-იგი მჴედართმთავარნი არღარა ჰმართებდიან რაჲ გუნდსა მჴედრობისასა, არამედ თჳსაგან განეშორნიან და დაუტევნიან იგინი, ესრეთ ითქუმინ, ვითარმედ მათ განსცნეს იგინი მტერთა ბანაკსა. ეგრეთვე, რომელი ღმერთმან დაუტევოს მართებისაგან და საჭეთპყრობისა თჳსისა, ესევითარი-იგი მიცემულ არს ჴელთა მტერთასა, და უფროჲსღა, თჳთ მიუცემიეს თავი თჳსი მათდა, რაჟამს ურწმუნოებითა გონებისაჲთა და ბილწებითა საქმეთაჲთა თჳთ განაშოროს მან თავი თჳსი, [... ...ბითა] ბილწებისაჲთა აღვსებულმან, და გინებად ჴორცთა თჳსთა განმდრეკელმან.
ვინაჲცა ესრეთ უსაკუთრესად ითქუმის სამოციქულოჲ ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა, არაწმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა თავთა მათთა შორის....
თარგმანი: ამას ადგილსა სიტყუაჲ ესე თუ — "მისცნა" — ამას მოასწავებს, ვითარმედ "მიუშუნა", რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნეფსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან, რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა, და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, მიუშუა, რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა, მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად, ხოლო მათ არა ინებეს არა რომლისა საქმისაგან მოქცევაჲ, ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ და ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან, რაჲთა თჳთ პირსა ეცეს ბოროტი განზრახვაჲ მათი და ნუ-უკუე მაშინ მოიქცენ.
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის