თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ ზომით რაჲმე აქუნდა უკეთურებაჲ, არამედ ყოვლითავე ბოროტითა გარდარეულად სავსე იყვნეს. რამეთუ, რაჟამს ღმრთისა გარემიქცევაჲ იქმნას, სამართლად ყოველნივე ბოროტნი შემოვლენ, რომლისათჳსცა მოციქულმან თქუა, ვითარმედ: ყოვლითავე უკეთურებითა სავსე იქმნეს. და მერმე თითოეულადცა წარმოთქუნა ურჩულოებანი მათნი, და იტყჳს ბოროტებად მოყუსისა ვნებად მოსწრაფებასა, და ამას თანა დააწესებს ანგაჰრებასა — გულისთქუმასა მას უმეტესისა ქონებისასა, და შურსა მას — პირველითგან შემოსრულსა კაცთა შორის ბოროტსა, და სხუათა მათ შემდგომითი-შემდგომთა ბოროტთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტად ღმრთისა დატევებისა სახე იყვნეს.
რომაელთა მიმართ 1:30
29. ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით.30. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი,31. უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი,
რომაელთა მიმართ თავი 1