თარგმანი: იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, რამეთუ სიტყუათა მაგათ იტყჳს, რომელ ესრეთ ჩანან თუ ჰურიათა შესწევენო, და ესენი უფროჲსად შემარცხუენელ მათდა არიან, რამეთუ გარდატეხასა იტყჳს მათსა და განვრდომასა.
რომაელთა მიმართ 11:20
19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.20. კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
რომაელთა მიმართ თავი 1120. კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
თავი ი̂ვ
მოციქულისაჲ: იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებით სდგა (11,20).:
თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
მოციქულისაჲ: სთქუა უკუე: "გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა". კეთილ; იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა. ნუ ჰმადლოი, არამედ გეშინოდენ (11,19-20).:
თარგმანი: რასა-ესე წარმართთა მაგიერ იტყჳს, თჳთვე ეწამების, ვითარმედ: "კეთილ, ეგრეთ არს თქუმული ეგე". ამისსა შემდგომად მიზეზსა იტყჳს მათისაცა განვრდომისა და ჩუენისაცა ცხორებისასა, ვითარმედ: დაღაცათუ სხუაჲ რაჲმე გესმეს მიზეზი, ყოველი მოპოვნებით თქუმულ არს; რამეთუ მათ დაცემა ექმნა ურწმუნოებაჲ, ხოლო ჩუენ აღდგომა — სარწმუნოებაჲ; ამისთჳს ჩუენ გჳჴმს შიში, თავისუფალი ზუაობისაგან, ნუ-სადა კუალად დავეცნეთ, ხოლო მათ — არა წარკუეთაჲ სასოებისაჲ.
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 29.06.2017
მამა თეოდორე გიგნაძე
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 21.06.2018
მამა თეოდორე გიგნაძე
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 11.07.2019
მამა თეოდორე გიგნაძე
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის