თარგმანი: შემოიღებს წინაჲსწარმეტყუელისა სიტყუასა მოწამედ, ვითარმედ: "რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი". ესე იგი არს, ვითარმედ: არა რაჟამს წინა-დაიცჳთონ, ანუ რაჟამს შაბათთა იმარხვიდენ, მაშინ აღესრულოს აღთქუმაჲ ჩემი მათდა მიმართ, არამედ რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი, ესე იგი არს, რაჟამს ნათლისღებითა აღიჴოცნენ ბრალნი მათნი.
რომაელთა მიმართ 11:27
26. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან.27. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“.28. სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო.
რომაელთა მიმართ თავი 11