მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 11:5

4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.
რომაელთა მიმართ თავი 11
5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთცა აწ ამას ჟამსა ნეშტი რჩევით მადლითა იქმნა (11,5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა მაშინ ელიაჲს ზე მცირედნი იყვნეს სათნონი ღმრთისანი, ეგრეთვე აწ მადლითა ღმრთისაჲთა ნეშტი იქმნა რჩეულთა ჰურიათაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ მადლმან ღმრთისამან ყო და დაშთეს რჩეულნიცა, და არა ყოველნი წარწყმდეს. ხოლო რაჟამს თქუა თუ "რჩეულთაჲ", გამოაჩინა მათიცა სიკეთე, რამეთუ, უკუეთუ კეთილ არა იყვნენ, არა გამოირჩევიან. ხოლო თქუა რაჲ თუ "მადლითა", გამოაჩინა ნიჭი ღმრთისაჲ.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა, ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან. უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად. უკუეთუ კულა საქმეთაგან, — არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე (11,5-6).:

თარგმანი: იხილე ორკერძოვე, ვითარ სწორად დაიცავს ჩუენსა თჳთმფლობელობასა და მადლისა შემძლებელობასა; რამეთუ "რჩევითობაჲ" ამას საცნაურ ჰყოფს, ვითარმედ არა გამოუცდელად მიენიჭების მადლი, არამედ მათ, რომელნი შემძლებელ იყვნენ ჯეროვნად პყრობად მისსა, ხოლო მადლით — ამისთჳს, რამეთუ ყოველივე კეთილი და თჳთ შემწყნარებელობაჲ იგი მადლისაჲ მადლისაგანვე ღმრთისა მოგუეცემის, რომელი მაშინ შეეწევის თჳთმფლობელსა ნებასა ჩუენსა, რაჟამს იხილოს იგი ნებსით აღმრჩეველ კეთილისა. ამისთჳსცა ვინაჲთგან ყოველსავე ზედა მადლი ღმრთისაჲ წინა-ძღჳს, სამართლად განჰჴდის იგი საქმესა. რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების, უკუეთუ არა მადლმან ღმრთისამან განამართლოს. ამისთჳს, ვინაჲთგან წინაჲსწარ მეცნიერი არს, მათ მიეცემის, რომელთა ენებოს მიღებაჲ მისი, რამეთუ უნებლიეთ არავის აიძულებს, და ამით სახითა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაიცავს. ხოლო ვინაჲთგან თჳნიერ მისსა არარაჲ წარემართების, ამისთჳს დაღაცათუ რაჲმე იყოს კნინოდენი საქმე, ყოველსავე მას განჰჴდის რაჲთა მადლით ცხოვნებულნი იგი არაოდეს აღზუავნებოდინ, არცა თჳსთა საქმეთა მინდობითა სიმაღლით დავცემოდინ და წარწყმდებოდინ. და ამით სახითა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის