თარგმანი: გამოაჩინებს მოციქული, ვითარმედ ღმრთისა განგებითა არიან მთავარნი და მსაჯულნი, რაჲთა არა სწორობითა ყოველი უწესოებაჲ იქმნებოდის, რამეთუ ღმერთი წესიერებისა მოყუარე არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი კეთილსა ზედა არა ჰმორჩილობდენ მთავართა, მათ ზედა არა თუ მთავართა მათ მიერ ოდენ, არამედ ღმრთისა მიერიცა რისხვაჲ მოიწიოს, რამეთუ მთავარნი შემაშინებელად ბოროტისმოქმედთა დადგინებულ არიან.
რომაელთა მიმართ 13:2
1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
რომაელთა მიმართ თავი 13