მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 14:20

19. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთის აღშენებას ემსახურება.20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
რომაელთა მიმართ თავი 14
20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა (14,20).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს ვითარმედ არა ხოლო ჭამადთა მიმართ რწმუნებად ვერ მოიყვანებ უზომოებითა ბრალობისაჲთა, არამედ მათ ძლით დაჰჴსნი მის შორის მყოფსა მასცა სარწმუნოებასა ღმრთისასა, რომელ არს ჭეშმარიტი საქმე ღმრთისაჲ.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მშჳდობასა უკუე შეუდეგით და აღშენებასა ურთიერთას. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. რამეთუ ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი დასაბრკოლებელად ჭამდეს (14,19-20).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, რაჲთამცა ჭამადისათჳს მუნამდინ აყუედრე, ვიდრემდის სრულიად დაჰჴსნა საქმე იგი ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებაჲ მისი. რამეთუ ყოველივე, რომელიცა მოციქულთა განგჳგია ჭამად, წმიდა არს. გარნა, რომელი მეორისა დაბრკოლებად ჭამდეს, მისთჳს ბოროტ არს. რამეთუ უფროჲსად კეთილ არს, რაჲთა ძმისა არა-წარწყმედისათჳს შენცა თავს-იდვა არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ, გინა არა-სუმაჲ ღჳნისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელი იჭჳთ ჭამდეს (14,20).:

თარგმანი: ესე იგი არს —ბოროტითა სჳნიდისითა და დასაბრკოლებელად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის