მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 14:22

21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.23. ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.
რომაელთა მიმართ თავი 14
22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა (14,22).:

თარგმანი: აქა სარწმუნოებად არა შჯულისსა, არამედ საჭმელთა მიმართ სარწმუნოებისასა იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ სრულ ხარ სარწმუნოებითა, ნუ მიმო-განსთქუამ სრულებასა გონებისა შენისასა, არამედ თავსა შორის თჳსსა იპყარ წინაშე ღმრთისა, რომელსა არარაჲ დაეფარვის.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? — თავისა შენისაჲ გაქუნდინ წინაშე ღმრთისა (14,22).:

თარგმანი: სარწმუნოებასა აქა არა სამებისასა იტყჳს და შჯულისასა, რამეთუ იგი შეუძლებელ არს მისაშუებელად, უკუეთუ ცთომაჲ რაჲ ვის აქუნდეს; არამედ ჭამადთათჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ გაქუს სარწმუნოებაჲ, რომელ არა განიკითხავ ჭამადთა, გაქუნდინ წინაშე ღმრთისა, და მაგისთჳს სხუათა ნუ დააბრკოლებ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? (14,22).:

თარგმანი: აქა არა რჩულისა სარწმუნოვებასა იტყჳს, არამედ ჭამადისა მისთჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის