მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 14:7

6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
რომაელთა მიმართ თავი 14
7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს და არავინ თავით თჳსით მოკუდების (14,7).:

თარგმანი: ვინაჲთგან სხუაჲ არს უფალი სიკუდილისა და ცხორებისაჲ, ამისთჳს მას მხოლოსა აქუს ფლობაჲ დაშჯისა და განმართლებისაჲ, და ამისთჳს უსიტყუელ არს ყოველი განმკითხველი მოყუსისაჲ.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცხოველ არს და არავინ თავით თჳსით მოკუდების (14,7).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: გჳვის ჩუენ უფალი, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, და მისა მიმართვე მივალთ, მო-თუ-ვკუდეთ, და ვინაჲთგან ცხორებაჲცა და სიკუდილი ჩუენი მისთა ჴელთა არს, მან განაგოს თითოეულისაჲ და ნუვინ განიკითხავს მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ყოველნი უფლისანი ვართ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არავინ თავით თჳსით ცხოველ არს (14,7).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისფალნი ვართ, არამედ მეუფჱ გჳვის, რომელსა ცხორებაჲ ჰნებავს ჩუენი და არა სიკუდილი, და მისთჳს გუსურის ჩუენ სიკუდილი და არა თავთა თჳსთათჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის