თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "არღარა მაქუს ადგილი და მსურის მისლვად თქუენდა", და იგი ჯერეთ ჰყოვნიდა-ვე, რაჲთა არა კიცხევად შეჰრაცხონ, ამისთჳს მიზეზსაცა ეტყჳს დაყოვნებისასა; ესე იგი არს მსახურებად წარვლინებაჲ იგი. ხოლო რომლისაჲ პავლე მსახურ არს, გულისჴმა-ყავ-ღა, თუ რაბამ იყო საქმე იგი მსახურებისაჲ.
რომაელთა მიმართ 15:25
24. ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.25. ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.26. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.
რომაელთა მიმართ თავი 15