თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.
რომაელთა მიმართ 15:3
2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
რომაელთა მიმართ თავი 15