თარგმანი: რომლისა ჰურიისა, ანუ რომლისა წარმართისათჳს ჰყოფს სიტყუასა აწინდელსა ამას ადგილსა? — ცხად არს, ვითარმედ —მათთჳს, რომელნი-იგი პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს, რამეთუ არღა მოაწევს სიტყუასა ამას ჟამთა ამათ მომართ მადლისათა, არამედ ჯერეთ პირველთა მათ ჟამთა შინა იქცევის სიტყუაჲ მოციქულისაჲ; შორით განმზადებს და დაჴსნის განყოფილებასა შორის ჰურიათა და წარმართთა [· · ·] [...ბის ამისთჳს წრ... ... ...]მედს წარმართთა და პირველ მამულისა შჯულსა შინა მყოფთავე ჰურიათა თანა შეაერთებს და აღიღებს მათგან ლოდსა და კლდესა შესაბრკოლებელსა, რაჲთა, რაჟამს მადლსა შინა ყოს ესე, არა უჩნდეს მათ საძნაურ და ტჳრთ. ხოლო წარმართ უწოდს არა თუ კერპთმსახურთა, არამედ წარმართთაგანთა ღმრთისმსახურთა, რომელნი პირველ ჰურიათა შჯულის მიღებისა ყოველსავე ჰყოფდეს შჯულსა სჳნიდისისასა; ვითარ-იგი იყო მელქისედეკ და მისთანანი, იობ და კორნილიოს. ამათ ყოველთა შეერთებისათჳს იტყჳს, ვითარმედ საღმრთოდ ცხოვნებულთა მათ შორის არა არს შფოთი და ჴდომაჲ დიდებისათჳს...
რომაელთა მიმართ 2:11
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთი არა თუ პირთა, არამედ საქმეთა ეძიებს.
...მნიშვნელობის უმთავრეს საკითხებში ჩვენს ჩაურევლობას (როგორიცაა, მაგ.: ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება, სოციალური პრობლემები და სხვ.).
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მართლმორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო „მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის“(). როგორც ჩანს, დღესაც ხშირად უნდა გავუმეოროთ ყველას პავლე მოციქულის სიტყვები, რომ დიდი შეცდომაა ასეთი დამოკიდებულება: „მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კიდევ ქრისტესი. ნუთუ გაიყო ქრისტე?“ ().
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ხშირად ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შედარებით უფრო მკვეთრად უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მართალია, მუდმივად გვაქვს დენის და გაზის პრობლემა, დაბალია საპენსიო და სახელფასო ანაზღაურება, მცირეა სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს მაინც არ არის გამოუვალი მდგომარეობა. სხვადასხვა სახის პრობლემა ყოველთვის იყო; ამაზე მძიმე დროც გვქონია, მაგრამ დღეს სიტუაციას ამძაფრებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოვლენათა დრამატიზება და ამასთან ზნეობრივი თავაშვებულობის პროპაგანდა; ასევე ჩვენი დიდი ნაკლია დაყოფა და ურთიერთდაპირისპირება, რაც დრ...