მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 3:6

5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?
რომაელთა მიმართ თავი 3
6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კაცობრივ ვიტყჳ. ნუ იყოფინ (3,5-6).:

თარგმანი: ვინაჲთგან კაცობრივნი ზრახვანი იჴმარნა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: ესე სიტყუანი, რომელთა ვიტყჳ, კაცობრივ არიან. თუ არა, არიან სხუანიცა საღმრთონი სიტყუანი ამას ზედა, გარნა არა ვიტყჳო. ხოლო აწ ამას ვიტყჳ, ვითარმედ — ნუ იყოფინ ესე, თუმცა ღმრთისა თანა სიცრუვე იყო, რაჲთამცა ვითარცა კაცი სიცრუვით მოაწევდა რისხვასა თჳსსა. ვითარ უკუე მოაწევს რისხუასა, უკუეთუ თქუენ ხართ მიზეზ მისისა სიმართლისა? — გარნა საცნაურ არს, ვითარმედ არა თქუენ ხართ მიზეზ მისისა სიმართლისა, არამედ თჳთ.

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...აქ „განკითხვა“ უბრალოდ კი არ დაუდვია, არამედ იმის საჩვენებლად, რომ თვითონაც მართალია და სიმართლეს სხვებსაც ანიჭებს. რადგან ღმერთთან მიმართებით „მსაჯული“ „მართლის“ ნაცვლად არის მიღებული, როგორც პავლემაც ასე დასვა, როცა თქვა: „უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?“ (). რადგან სწორედ ეს არის უმთავრესად განკითხვა და სწორედ ამის გამოა ვინმე უმთავრესად მსაჯული: არა უბრალოდ განაჩენის გამოტანა, არამედ განაჩენის სამართლიანად გამოტანა. განიკითხებიან იუდეველებიც: მაშინდელნიც და მათ შემდეგ ახალი აღთქმის ჟამს ურჯულოების მოქმედნიც; იმათ ბრალმდებლებად ბუნება და სჯული ჰყავდათ, ამათ კი მათთან ერთად ბრალმდებლებად ქრისტეს მიერ მათ მიმართ აღსრულებული საქმეებიც ჰქონდათ.

მართლაც, რაღას იტყოდნენ, ან რა მიზეზს წამოაყენებდნენ, რის გამოც არ ირწმუნეს? მაგრამ ყურადღებით იყავით ნათქვამის მიმართ, გევედრებით, რათა შეძლოთ მოწინააღმდეგეებს პირი დაუხშოთ. რადგან უმჯობესია, ახლა ჩვენგან დამარცხდნენ და გამოსწორდნენ, ვიდრე გამარჯვებულებად...

სრულად ნახვა