თარგმანი: სუფევდა უცოდველთაცა ზედა, რამეთუ გზაჲ პოვა ადამის ცოდვისაგან და მიზეზი, და ყოველთა ზედა მივიდოდა.
რომაელთა მიმართ 5:14
თარგმანი: ვითარ-იგი ჩუენ გულისჴმა-ვჰყოფთ, საგონებელ იყო თქუმად ადამისითგან ქრისტესამდე სუფევაჲ სიკუდილისაჲ, და ეგრეთცა იტყჳს მიფარულად-რე, რამეთუ მოსედ უწოდს ყოველთა მათ ჟამთა მოსეს მიერ მოცემულისა შჯულისათა, რომელთა შინა სუფევდა სიკუდილი, ადამისითგან ვიდრე ქრისტესამდე, რომელმან დაჰჴსნა იგი.
ხოლო ვითარ მსგავს იქმნა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ გარდასლვასა მას ადამისსა? ანუ ვითარ სახე არს ადამ მერმეთა მათ ჟამთაჲ? (რამეთუ მერმედ ჟამად ქრისტესა უწოდს). ამიერ ცხად არს, ვითარმედ ვითარცა-იგი სიკუდილითა ადამისითა ყოველნი მოსწყდეს, ეგრეთვე წინაუკუმო; სიკუდილითა ქრისტესითა ყოველნი ცხონდეს. და ვითარ-იგი გემოჲს-ხილვაჲ ადამისი და მათცა [დამშჯელ ექმნებოდა, რომელთა არა ეცოდა, ... ... მისი], ეგრეთვე ქრისტე მათცა განამართლებს სარწმუნოებითა, რომელთა არცა ერთი რაჲ ოდეს ექმნეს კეთილი.
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა საქმესა, და იყო იგი საცნაურ, ხოლო პირველ რჩულისა, დაღაცათუ იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, არამედ არად შერაცხილ იყო ცოდვად, და ვინაჲთგან ცოდვისაგან მიიღებს სიკუდილი უფლებასა, ხოლო რაჟამს რჩული არა იყო, არა ჩნდა ცოდვაჲ, ვითარ სუფევდა სიკუდილი. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა მით ცოდვითა რჩულისა გარდასლვისაჲთა აქუნდა მაშინ სიკუდილსა უფლებაჲ, არამედ ცოდვითა მით ადამის გარდასლვისაჲთა იგი იყო ყოველთა ამჴოცელ. ამისთჳს პარველ რჩულისაცა ყოველნი სიკუდილისა მძლავრებასა შთავარდებოდეს.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის