მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 7:22

21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით.22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
რომაელთა მიმართ თავი 7
22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანამნებავს რჩულსა ღმრთისასა (7,22).:

თარგმანი: აღვიარებ სჳნიდისითა, ვითარმედ კეთილ არს, რამეთუ პირველ მისსაცა იცოდა სჳნიდისმან ჩემმან კეთილისა საქმჱ და ვპოე რაჲ იგი წერილი, ვაქებო "შინაგანითა კაცითა", არამედ ვხედავ სხუასა რჩულსა ასოთა შინა ჩემთა (7,23). ხოლო რჩულად წინააღმდგომად ცოდვასა უწესს ამას ადგილსა და ბოროტსა პროერესინსა, რომელ არს ნებაჲ. და იგივე წინა-აღუდგებისო სჳნიდისსა ჩემსა და წარმტყუენავს რჩულითა ცოდვისაჲთა, რომელ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ.

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს რჩულსა ღმრთისასა (7,22).:

თარგმანი: აღვიარებ სჳნიდისითა, ვითარმედ კეთილ არს, რამეთუ პირველ მისსაცა იცოდა სჳნიდისმან ჩემმან კეთილისა საქმე და ვპოე რაჲ იგი წერილი, ვაქებო "შინაგანითა კაცითა", არამედ ვხედავ სხუასა რჩულსა ასოთა შინა ჩემთა. ხოლო "რჩულად წინააღმდგომად" ცოდვასა უწესს ამას ადგილსა და ბოროტსა პროერესინსა, რომელ არს ნებაჲ. და იგივე წინა-აღუდგებისო სჳნიდისსა ჩემსა და წარმტყუენავს რჩულითა ცოდვისაჲთა, რომელ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ.

თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა, და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა (7,22-23).:

თარგმანი: "თანა-მნებავსი" რაჟამს თქუას, ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თანა-ვეწამები შჯულსა ღმრთისასა და მთნავს იგი, ვითარმედ კეთილ არს. არამედ ცოდვისაჲ იგი შჯული, რომელსა "სხუად" უწოდს, რამეთუ ჩუეულებასა მრავალჟამეულსა შჯულად სახელ-სდვა, ესე ბოროტთა ჩუეულებისა შჯული წინა-განეწყვების კეთილსა მას ნებასა გონებისასა და წარსტყუენავს კაცსა შჯულითა, ესე იგი არს ჩუეულებითა პირველთა საქმეთაჲთა.

აჰა ესერა ოთხ არიან შჯულნი ესე აწ თქუმულნი: პირველად ღმრთისაჲ; მეორედ — წინააღმდგომი გონებისაჲ; მესამედ — თჳთ-გონებაჲ; მეოთხედ — ასოთა შინა მყოფი იგი ჩუეულებაჲ. აწ უკუე ოთხთა ამათგან ორნი იგი გარეთ შემოვლენ: ღმრთისაჲ, რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ და სწავლაჲ კეთილისაჲ; და კუალად - წინააღმდგომი მისი, რომელ არს ეშმაკისა მიერ დათესული ჩუენ შორის ურჩებაჲ მცნებათა ღმრთისაჲ. ხოლო ორნი შინაგან ჩუენსა არიან: გონებითი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, დამბადებელისა მიერ დათესული ჩუენ შორის, და კუალად, მიმყოვრებული იგი ჩუეულებაჲ მრავალ ჟამ ქმნილისა ცოდვისაჲ, რომელი-იგი არს აღმძრველ ბრძოლისა ჴორცთაჲსა.

სხუაჲ თარგმანი მეთოდისი: შინაგანად კაცად სულსა უწოდს, გინა თუ გონებასა;...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის