თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ჴორცთა რასმე აბრლებს, რამეთუ არა თქუა "ჴორცნი ცოდვისანი", არამედ "ჴორცნი სიკუდილისანიო", და ამას იტყჳს, ვითარმედ: გან-მცა-ვინ-მათავისუფლა მძლავრებისა ამისგან ცოდვათაჲსა, რომელთა მიერ იქმნნეს ჴორცნი ესე ჴორც სიკუდილის, რაჲთამცა მომეცნეს მე ჴორცნი თავისუფალნი ცოდვისაგან და სიკუდილისა.
რომაელთა მიმართ 7:24
23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
რომაელთა მიმართ თავი 7