თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითამედ რჩული მაშინ ოდენ გუეტყოდა, რაჲთა არა ვცოდვიდეთ, და გამოაჩინა თუ რაჲ არს ცოდვაჲ, ხოლო ჩუენ ვნებათა მიერვე შეპყრობილ ვიყვენით და გუექმნებოდა იგი უმეტესად დასასჯელ. არამედ აწ განვთავისუფლდით მისგან. ვითარ განვთავისუფლდით? — რამეთუ ძუელი იგი კაცი, ცოდვისა მიერ დამონებული, მოკუდა და დაეფლა, რამეთუ ამისთჳს თქუა თუ — "მოვკუედით, რომლითა შეპყრობილ ვიყვენით", და აწ არღარა ვჰმონებთ დაძუელებულითა წიგნითა, ესე იგი არს, ვითარმედ არღარა გუაქუს ძუელი იგი რჩული დამსჯელად, არამედ სული წმიდაჲ შემწედ გუაქუს.
რომაელთა მიმართ 7:6
5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი.6. ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით.7. მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს.
რომაელთა მიმართ თავი 7