თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ვიყვენით ჴორციელსა მას მოქალაქობასა შინა შჯულისასა, რამეთუ ჴორცად ჴორციელთა მათ მცნებათა იტყჳს, დადებულა ჭამისათჳს და სუმისა და ბანისა ჴორციელთა ასოთაჲსა და კეთროვნებისა და სხუათა ესევითართა.
რომაელთა მიმართ 7:5
4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის.5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი.6. ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით.
რომაელთა მიმართ თავი 7