მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 8:29

28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.
რომაელთა მიმართ თავი 8
29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).

თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრ არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი დიდებაჲ, არამედ დაფარულად-რე და უჩინოდ, ხოლო მერმესა მას - განცხადებულად სახილველ იქმნების.

მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ ითქუას სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: მყოვარ მოლოდებაჲ იგი დაბა ძეთა ღმრთისათასა მო იგი არს, ვითარმედ მრავალლად განგრძობილი იგი ვრებული მოსალოდებე<span...

სრულად ნახვა
თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა (8,29).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "წინაჲსწარ იცნნა"? რომელნი იცნნა წინაჲსწარ? — გარნა ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელნი წინაჲსწარ იცნნა, თუ ნებითა მათითა ჩინებულ არიან. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი იცნოდა, თუ ნებანი კეთილნი ჰქონან, იგინიცა განაჩინნა რჩეულებად. რამეთუ ყოველთა უწოდა, ხოლო რომელთა არა უსმინეს, მათ არა ეწოდების ჩინებულ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის