მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 8:7

6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.
რომაელთა მიმართ თავი 8
7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, და ვერცა ძალ-უც, რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც (8,7-8).:

თარგმანი: არა ჴორცნი, არამედ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ, რომელ არს მიდევნებაჲ ცოდვისაჲ, მტერობა იქმნების ღმრთისა. რაჲსათჳს-მე? — გარნა რამეთუ არა მორჩილ არს შჯულთა საღმრთოთა.

ხოლო შენ ნუ შეშინდები, ვითარმცა ჴორცთა შინა მყოფისაჲ გასმიოდა ვერ შემძლებელ-ყოფაჲ სათნო-ყოფად ღმრთისა. რამეთუ პირველად გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ არს ჴორცთა შინა ყოფაჲ; ცხად არს, ვითარმედ — ჴორციელთა გულისთქუმათა მიდევნებულ ყოფაჲ, რომელნი-იგი მრავალთა პირველად აქუნდეს, ხოლო უკუანაჲსკნელ დაუტევნეს, და ღმერთსა სათნო-ეყვნეს. რამეთუ ჴორცთა შინა მყოფობაჲ არს მოუქცეველ ყოფაჲ ცოდვისაგან, რომელი-იგი შჯულთა ღმრთისათა წინააღმდგომ და მტერობისა მოქმედ არს ღმრთისა მიმართ, ხოლო დატევებაჲ მოქცევაჲ ბოროტისა და ცოდვისაგან და ქმნაჲ ნაყოფთა კეთილისა სინანულისათაჲ დაუყენებელად ძალ-უც ყოველსა კაცსა, ვისცა ენებოს. ამისთჳს მოუქცეველად და შეუნანებელად თომილსა უწოდს მოციქული ჴორცთა შინა მყოფად და ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ შემძლებელ ყოფად.

თავი ი̂ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ზრახვაჲ ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ რჩულსა ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც (8,7).:

თარგმანი: ზრახვად ჴორცთა კუალად აქა ზრქელსა ბუნებასა იტყჳს, მოყუარესა ცოდვისასა და სოფლისა საქმეთასა. მას იტყჳს, ვითარმედ ვერ ძალ-უც დამორჩილებად ღმრთისა, და რაჲღა სასოებაჲ გუაქუს ცხორებისაჲ, უკუეთუ ბოროტი კეთილ ვერ იქმნების? არამედ არა ამას იტყჳს თუ — ვერ ძალუც ბოროტსა, რაჲთა იქმნას კეთილ, — არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე შეუძლებელ არს, თუ-მცა მასვე ბოროტსა შინა იყო და ღმერთსა დაემორჩილა. შეცვალებაჲ კუალად, კეთილ-ყოფაჲ და დამორჩილებაჲ ღმრთისაჲ ადვილ არს, ვისცა ენებოს.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ზრახვაჲ ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ რჩულსა ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც (8,7).:

თარგმანი: ზრახვად ჴორცთა კუალად აქა ზრქელსა ბუნებასა იტყჳს, მოყუარესა ცოდვისასა და სოფლისა მას იტყჳს, ვითარმედ ვერ ძალ-უც დამორჩილებად ღმრთისა, და რაჲღა სასოებაჲ გუაქუს ცხორებისაჲ, უკუეთუ ბოროტი კეთილ ვერ იქმნების? არამედ არა ამას იტყჳს თუ — ვერ ძალ-უც ბოროტსა, რაჲთა იქმნას კეთილ, —არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ესე შეუძლებელ არს, თუმცა მასვე ბოროტსა შინა იყო და ღმერთსა დაემორჩილა შეცვალებაჲ კუალად, კეთილ-ყოფაჲ და დამორჩილებაჲ ღმრთისაჲ — ადვილ არს, ვისცა ენებოს.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...რაც მისთვის არ არის სათნო. მაგრამ ჯერ ესეც არ არის შემაძრწუნებელი, თუკი მეგობარივითაც კი არ ვეპყრობით მას; რადგან მე გაჩვენებთ, რომ მტერივითაც ვექცევით. როგორ? „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა" (), — ამბობს პავლე. ჩვენ კი ამას მუდამ თან დავატარებთ, ხოლო ქრისტეს, რომელსაც მუდამ ჩვენკენ მოსწრაფება სურს და რომელიც ჩვენს კარებთან მოდის, განვდევნით (რადგან სწორედ ამას სჩადის ბოროტი საქმეები); და ვაიძულებთ, ყოველდღე შეურაცხყოფილ იქნეს ჩვენი ანგარებისა და ძარცვის გამო.

იდიდება ვინმე, როცა კეთილ სახელს მოიხვეჭს, თავისას ამბობს და ეკლესიას რგებს? ჩვენ კი მის მიმართ შური გვიჩნდება იმის გამო, რომ ღმრთის საქმეს აკეთებს; და გვგონია, თითქოს მას გვშურს, სინამდვილეში კი ეს შური ქრისტეზე გადადის. „არა, — იტყვის ვინმე, — ჩვენ გვინდა, რომ სარგებლობა არა სხვათა მეშვეობით, არამედ ჩვენი მეშვეობით მოხდეს". ეს არა ქრისტესთვის

სრულად ნახვა