მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 9:24

23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს.
რომაელთა მიმართ თავი 9
24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი-იგი წინაჲსწარ განმზადნა სადიდებელად, რომელთაცა-ესე მიწოდა ჩუენ, არა ხოლო თუ ჰურიათაგანთა, არამედ წარმართთაგანთაცა (9,23-24).:

თარგმანი: წინაჲსწარ ამისთჳს განმზადნა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ღირს წყალობისა არიან კეთილთა მათთა ნებათათჳს. ხოლო ესე საქმე სადიდებელ არს მისდა.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელ დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყევლელად; და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაჲსწარ განჰმზადნა სადიდებელად, რომელთაცა-ესე მიწოდა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა (9,22-24).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ სიტყუად ხოლო უკუეთუ უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ და უწყებად ძლიერებაჲ; ესე იგი არს, ჭურ რისხვის იყო ფარაო, ვითარცა კაცი აღმაგზებელი რისხვასა ღმრთისასა სიფიცხისა მიერ თჳსისა; რაჟამს მოუქცეველად უკურნებელ იყო მიმყოვრებულსა მას ზედა ღმრთისა სულგრძელებასა. ამისთჳსცა არა ხოლო ჭურ რისხვისა, არამედ განმზადებულცა წარსაწყმედელად უწოდს მას, რამეთუ თავით თჳსით იქმნებოდა ბოროტ. არამედ ღმერთი ეგრეთცა სულგრძელებით თავს-იდებდა ვითარცა მნებებელი სინანულად მოყვანებისა მისისაჲ. ხოლო იგი რაჲ მოუქცეველ იყო, მაშინღა იჴუმია შემუსრვაჲ მისი განსაკრძალებელად სხუათა, რაჲთა ტანჯვითა მისითა სხუანი უგონიერეს იქმნნენ. რომელსა პირველ დროებდა, რაჲთა აჩუენოს ძალი სულგრძელებისაჲ, ხოლო ამისსა შემდგომად ქმნა, რაჲთა აჩუენოს ძალი მართლმსაჯულობით მტანჯველობისაჲ, რამეთუ მის თანა რისხვაჲ არა თუ ვნებაჲ რაჲმე არს, აღგზებული დუღილითა გულისაჲთა, არამედ ძალსა მართლმსაჯულობით მტანჯველობისა მისისასა რისხვა სახელ-ედების ჩუეულებითა კაცობრივისა სიტყჳსაჲთა. აწ უკუე, ვითარ-იგი შემდგომად მრავლისა თავს-დებისა მოუქცეველად დაშთომილთა —ჭურ რისხვის,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის