იესოს გასვლა იორდანის გაღმა
1. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა.2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი.
1. წამოვიდა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. კვლავ მიაშურა მას ხალხმა და, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ.
40. და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ.41. ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.42. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.