ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ...