მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 1:16

15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
ტიტეს მიმართ თავი 1
16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ოზე უარესია, მაშინ ის, ვინც სახლეულებს კიდევაც უსამართლოდ ექცევა, სად დადგება? ვის გვერდით დადგება? მაგრამ რწმენა როგორ უარუყვია? ამბობს: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ (). და რა უბრძანა ღმერთმა, ვისაც ვერწმუნეთ? „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ (). და როგორ სწამს ასეთ კაცს, ღმერთის უარმყოფელი რომ გამხდარა? დავფიქრდეთ ყველანი, ვინც ფულის დაზოგვის გამო საკუთარებს უგულებელვყოფთ; ღმერთმა ნათესაობით კავშირიც ამისთვის განაწესა, რომ ერთმანეთისთვის სიკეთის საკეთებლად მრავალი საფუძველი გვქონოდა. ამრიგად, როცა იმასაც არ აკეთებ, რასაც ურწმუნო აკეთებს, განა რწმენა არ უარყავი?

ამრიგად, რწმენა ის კი არ არის, რომ მხოლოდ აღიარებით გწამდეს, არამედ ღირსეული საქმეებიც უნდა აჩვენო....

სრულად ნახვა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...თ ღვთისმოსაობა.

რა სარგებელია, რწმენაში ღვთისმოსაობდე და ცხოვრებით უკეთურობდე? ხოლო ის, რომ შესაძლებელია ცხოვრებით უკეთურობა, მოისმინე, როგორ ამბობს ეს ნეტარი სხვა ადგილასაც: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ ()1; და კვლავ: „სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (); და კვლავ: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ“ (), ასეთი ღმერთს პატივს არ სცემს; და კვლავ: „რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი“ (; )1. ხედავ, რამდენი სახეა უკეთურებისა? ამიტომ ამბობს: „ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა“ (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

...ედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით“. უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, და საქმე-თა მიერ უარ-ჰყოფენ“. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ? რამეთუ ვი-თარ, რომელ ამხილებდა რაჲ მათ, მათთავე სიტყუათა იტყოდა? რამეთუ თქუეს რაჲ მათ, თუ: „ესე ვიცით, ვინაჲ არს“, თავადმანცა თქუა, ვითარმედ: „მეცა მიცით“. და რაჲსათჳს ჰრქუა ესე? ნუუკუე იგინი იტყოდეს რაჲ, თუ: „არა ვიცით“? გარნა ამი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ძისაჲ, არა ისაჯოს“ (3,18).:

...ესო“, არა თუ რომელი გამოეძიებდეს ორგულებით. და უკუეთუ ვინ თქუას: და უკუეთუ ვისმე ჰრწმენეს კეთილად, და საქმენი ბოროტნი აქუნდენ, რაჲ ყოფად არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესევითართა მათ არცა მორწმუნედ ჭეშმარიტად სახელ-სდებს მოციქული პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „აღიარებენ სიტყჳთ, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“ . გარნა მე ამასცა ვიტყჳ, ვი-თარმედ: იტყჳს უფალი, თუ: „რომელსა ჰრწმენეს, არა დაისაჯოს“, ესე იგი არს, ვითარმედ ამის პირისათჳს არა ისაჯოს, ხოლო ბოროტთა მათ საქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“; აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს, რამეთუ ურწმუნოჲ არარაჲთ უმჯობეს არს მათსა, რომელნი ჯოჯოხეთს შინა არიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელ...

სრულად ნახვა