...ს: „განეშორე ესევითართა მათგან“ (). არ უთქვამს: პირისპირ შეებრძოლეო, არამედ: განეშორე, ანუ გვერდი აუქციე. რადგან ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე“ (). ამით აჩვენებს, რომ მათ თვით უმეცრებაც არა იმდენად უმეცრებისგან აქვთ, რამდენადაც დაუდევრობისგან. რადგან როდის შეძლებ დაარწმუნო ადამიანები, რომლებიც ფულის გამო იბრძვიან? ასეთებს სხვაგვარად ვერ დაარწმუნებ, თუ კვლავ არ მისცემ; და არც ასე აუვსებ მათ სურვილს.
რადგან, ამბობს, „ანგარების მოყვარის თვალი წილით არ ძღება“ ()1. ამიტომ საჭიროა, რომ მათ, რადგან გამოუსწორებლად არიან, გვერდი ავუქციოთ. ხოლო თუ იმას, ვისაც ბრძოლის დიდი აუცილებლობა აქვს, ურჩევს, პირისპირ არ მივი...