...მონას მთელი სახლი, ბატონიანად, ურგია.
5.
რამეთუ არც უსაფუძვლოდ და არც უბრალოდ უბრძანებს მათ პავლე გამუდმებით, რომ სათნოება აღასრულონ და ბატონების მორჩილნი იყვნენ; იგი იმდენად ბატონთა მომსახურებაზე კი არ ზრუნავს, რამდენადაც იმაზე, რომ „არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის“ () და მოძღვრებაც არ იგმობოდეს; ხოლო როცა არ იგმობა, მალე საკვირველადაც გამოჩნდება. და ვიცი მრავალი სახლი, რომ მონათა სათნოებით დიდი სარგებლობა მიიღეს. თუ კი მსახურს, რომელიც ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, შეეძლებოდა ბატონის მოწესრიგება, მით უფრო მეტად შეეძლებოდა ბატონს მსახურების მოწესრიგება. გაინაწილეთ ჩემთან ერთად, გთხოვთ, ეს მსახურება. მე ყველას საერთო სიტყვით მივმართავ; თქვენ კი თითოეულს ცალკე ესაუბრეთ, და ყოველმა თქვენგანმა მოყვასთა ცხონება იკისროს. რამეთუ იმის დასტურად, რომ ოჯახის წევრებმა ამ საქმეებში წინამძღვრობა უნდა იკისრონ, მოისმინე, სად გზავნის პავლე ქალებს: ამბობს, **„ხოლო უკუ...