მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 9

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: ნუ იტყჳ გულსა შენსა: "ვინ აღვიდეს ცად?" (10,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მოიგონებ, თუ ვითარმცა იქმნა სქმჱ ესე; ვითარმცა მოვიდა ღმერთი და შთავიდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ და აღვიდა მითურთით ზეცად.

პავლესი: "ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს (10,20).

თარგმანი: წარმართთათჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი მე არა მეძიებდეს, ვეპოე მათ და მოვიყვანენ სარწმუნოვებად.