1.ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად.2.ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით.3.რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს,4.რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა.5.რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.6.ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრეთ იტყჳს: ნუ იტყჳ გულსა შენსა: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს, ქრისტესი გარდამოყვანებაჲ.7.ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს, ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ.8.არამედ რასა იტყჳს: მახლობელ შენდა არს სიტყუაჲ ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ,9.ვითარმედ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე.10.რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად.11.რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს.12.რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისაჲ, რამეთუ თავადი არს უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ხადიან მას.13.რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს.14.ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?15.ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია!16.არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?17.აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა.18.არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.19.არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა ცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ.20.ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს.21.ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).
თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და...
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისასა. და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა (9,30-31).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მოიგონებ, თუ ვითარმცა იქმნა სქმჱ ესე; ვითარმცა მოვიდა ღმერთი და შთავიდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ და აღვიდა მითურთით ზეცად.
პავლესი: "ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს (10,20).
თარგმანი: წარმართთათჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი მე არა მეძიებდეს, ვეპოე მათ და მოვიყვანენ სარწმუნოვებად.
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის...
გულითა გვწამს სიმართლედ, ხოლო პირითააღვიარებთ საცხოვრებელად (რომ. 10, 10).
დღეს, ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმინდა მართლ-მადიდებელი ეკკლესია ხმითა მაღლითა, სასმენელად ყოვლისა ერისა, აღიარებს სარწმუნოებასა მართლ-მადიდებლისა ეკკლესიისასა ყოველთა უმთავრესთა ტაძართა შინა. ვევედროთ ღმერთსა, რომ ეს აღსარება იქნეს საცხოვრებელად ჩვენდა, ვითარცა თქმულ არს ზემოდ მოყვანილთა სიტყვათა შინა წმიდისა პავლე მოციქულისა: პირითა აღვიარებთ საცხოვრებელად. გარნა ეს შესაძლებელი იქნება მით, თუ ჩვენ გვახსოვს და...