📋 სარჩევი
პავლესი: "მცირედ რაჲ ანგელოზთა დაკლებულად" (2,7).
თარგმანი: ამისთჳს, რამეთუ სამი დღე დაყო ჯოჯოხეთს შინა.
პავლესი: და განათავისუფლნეს, რომელნი-იგი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა (2,15).
თარგმანი: რამეთუ ვიდრემდის-იგი ნათლისღებაჲ არა მოცემულ იყო, ყოველნივე ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა თანამდებ იყვნეს მონებასა, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "მარადის ცხორებად", ესე იგი არს, ვითარმედ: ყოლადვე ცხორებასა მათსა.
მოციქულისაჲ: "რამეთუ არასადა ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო (2,16).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ანგელოზთა ბუნებაჲ შეიმოსა, არამედ ჩუენი.
პავლესი: ვინაჲთგან ივნო თავადმან და გამოიცადა (2,18).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჴორცთაცა ქრისტესა მრავალნი ჭირნი და ტკივილნი თავს-ისხნეს, და იცის, თუ რაჲ არს ჭირი, ანუ რაჲ არს განსაცდელი.
პავლესი: ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებიან, მათდაცა შეწევნად (2,18).
თარგმანი: ვითარმცა იტყოდა თუ: ფრიადითა გულსმოდგინებითა შეეწიოს და ჴელი აღუპყრას.