ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).
ლუკა თანაწარჰჴდების თქუმად ჟამისა მის, ამისთჳს ესრეთ იწყო სიტყუად: „და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი შევიდა ნავად, და მოწაფენი მისნი მის თანა“.1 ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გუაუწყებს, რამეთუ არად საჴმარ იყო ყოველთა მიერ წულილადისა საქმისა და ჟამისა და...














