მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლე მოციქულისა წიგნი ჰრომაელთა მიმართ

მოციქულისაჲ: პავლე (1,1).

თარგმანი წმიდისა კჳრილესი: ვინაჲთგან შორიელთა მიუწერდა და უფროჲსღა ჰრომაელთა, რომელნი ჯერეთ არღა ეხილნეს, ამისთჳს თავსა ზედა თჳსსა სახელი დააწესა, რაჲთა საცნაურ იქმნას მათ მიერ, რომელსა-იგი პირველ სავლე ეწოდებოდა, პავლედ შეიცვალა, და, ვითარცა ყოვლითავე მსგავს იქმნა თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრესა, არცა ამით დააკლდა მისსა საქმესა, რამეთუ, ვითარცა მას სიმონ ეწოდებოდა და პეტრე ეწოდა,...

თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლეს მოციქულთა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი

მოციქულისაჲ: პავლე, ჩინებული მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).

თარგმანი: სიტყჳთა ამით, რომელი თქუა თუ "ჩინებული მოციქული", ამას მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე მათგანნი თჳსითა ნებითა მოძღურიდეს არა-კეთილად, ამისთჳს ესე შესძინა მოციქულმან, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე თჳთ არა ქმნილ ვარ თავით ჩემით მოციქულ, ვიდრემდის ჩინებულ ვიქმენ ღმრთისა მიერ, და ვითარ თქუენ იკადრებთ თავით თჳსით წინამძღურებასა ერისასა, რომელნი-ეგე...

სარჩევი
წიგნი 1
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1ა) გამოცხადებაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთაჲ მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ.

თარგმანი. გამოცხადებაჲ არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩუენებაჲ, რაჟამს განათლდეს გონებაჲ გინა თუ საღმრთოჲთა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: მოსცა ქრისტეს ღმერთმან; ამას კაცობრივ იტყჳს ბუნებისა მისისათჳს, რომელი კაცთაგან მიიღო. ხოლო მონათა მისთაო, რაჲთა აჩუენოს დიდებულებაჲ ქრისტჱს ღმრთეებისაჲ. რამეთუ მონად მისა უწოდა...

სარჩევი
ფილიმონის მიმართ ეპისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი (1,1): თარგმანი: ფილიმონ კაცი იყო წმიდაჲ, მოწაფე პავლესი და ჰყვა მონაჲ სახელით ონისიმჱ. მან მოჰპარა რაჲმე და წარვიდა მისგან. ხოლო მივიდა ჰრომს და პოვა ნეტარი პავლჱ საპყრობილესა და შეეწყნარა მას და ნათელ-იღო მისგან და იქმნა მისდა ფრიად საჴმარ. და მისთჳს მიუწერა პავლე ფილიმონს ებისტოლჱ. ხოლო ესე ონისიმე იქმნა მეორედ კოსტანტინუპოლისა მთავარებისკოპოს. და უკუანაჲსკნელ იწამა ქრისტესთჳს ჰრომეს შინა.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

გალატელთა მიმართ ეპისტოლე

ესე ებისტოლჱ ჰრომით მიუწერა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ მეიწყნარეს გალატელთა ქადაგებაჲ მოციქულისაჲ კეთილად და ჰრწმენა ქრისტჱ, ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მოციქული, მივიდეს მათდა ვიეთნიმე და ეტყოდეს, ვითარმედ ჯერ-არს წინადაცუეთაჲ. და ესე რაჲ ცნა მოციქულმან, მიუწერა ესე ებისტოლჱ.

პავლესი: პავლჱ მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).

თარგმანი: რომელნი-იგი ჰურიათაგანნი მოქცეულ იყვნეს ზუაობითა დამთრვალ იყვნეს და ენება, რაჲთამცა მოძღურებისა პატივი მიიღეს და მივიდეს...

იოვანეს მეორე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: მოხუცებული რჩეულსა დედასა და შვილთა მისთა (1,1).

თარგმანი: ეკლესიასა იტყჳს დედად, რომლისა მიმართ ამას იტყჳს.

იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე

იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა, და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა. წყალობაჲ თქუენდა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ (1,1-2).

თარგმანი: რაოდენ პატიოსან იყო წინაშე იუდაჲსსა მონებაჲ ქრისტესი, ეგოდენვე შეიმკვების ძმობითა იაკობისითა, რომელნი-ესე ზოგად სახელ-იდებოდეს ძმა უფლისა ძეობისათჳს იოსებისსა, რამეთუ ესენი ჴორციელად ბუნებით შვილ იყვნეს იოსებისსა, ხოლო უფალი სიტყჳთ ოდენ ითქუმოდა ვიეთგანმე...

სარჩევი

მისვე წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ

უპირატეს უკუე ვიდრე დაწყებადმდე სიტყუათა სამოციქულოჲსა ამის კათოლიკისათა, ჯერ-არს ჩუენდა ცნობად მიზეზსა და ძალსა, თუ რაჲთა განიყოფების კათოლიკე ებისტოლისაგან. ესე ცხად არს თარგმანებისაგან კათოლიკისა სახელისა, რამეთუ კათოლიკე საყოველთაოდ გამოითარგმანების და არა აქუს თჳსაგან პირი განჩემებული, რომლისამცა მიმართ მიწერილ იყო, ვითარ-იგი ებისტოლენი პავლე მოციქულისანი, რომელიმე ჰრომაელთა მიმართ არს, და რომელიმე...

სარჩევი

თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირის კოსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ, განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებული თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა, რომელსა შინა იშჳთ დაერთვის სხუათაცა წმიდათა თარგმანებულისაგან მოკლე ძალი სიტყჳსაჲ

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა

დაღაცათუ "საქმე მოციქულთა" უწოდიან წიგნსა ამას, არამედ ვითარ-იგი სახარებაჲ ქრისტეს განგებულებათა, ეგრეთვე ესე —სულისა წმიდისა მადლთა მომთხრობელ არს,...

სარჩევი

იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მესამე

მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარ მე ჭეშმარიტებით (1,1).

თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი სიყუარული, რაჟამს მოხუცებული იყოს შემყუარებელ, რომელმან კეთილად უწყის გამორჩევაჲ ღირსსა სიყუარულისასა. და კუალად ესეცა თუ რომელი არს გზაჲ ჭეშმარიტებით სიყუარულისაჲ, რაჲთა არარათ ჴორციელთა და განხრწნადთა მიზეზთათჳს, არამედ სულიერისა შეძინებისა და წარმატებისათჳს ვიყუარებოდით ურთიერთას.

მოციქულისაჲ: საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და...

სარჩევი

პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე

სიმონ პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა (1,1).

თარგმანი: იხილე, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა მყის თანამდებ ჰყოფს მსმენელთა ყოვლითურთ ბაძვად თჳსსა, ვითარმედ ერთ არს და სწორ მათდა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და ნიჭი წმიდისა ნათლისღებისაჲ და მადლი შვილებისაჲ. ვითარ-იგი ქადაგთათჳს და თუალით მხილველთა სიტყჳსათა, ეგრეთვე ყოველთათჳს, რომელთა...

სარჩევი

იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე

მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიყუარან მე ჭეშმარიტებით, და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე (1,1-2).

თარგმანი: დაღაცათუ დედაკაცსა თანა მისწერს და რჩეულ უწოდს სარწმუნოებად მოსლვისათჳს, მას, რომელი-იგი არა პატივითა და ღირსებითა ჴორციელითა, არამედ სულიერად წარმართებულებითა თჳსითა და შვილთა თჳსთაჲთა საყუარელ უჩნდა, არამედ...

სარჩევი

პეტრე მოციქულისა პირველი წიგნი კათოლიკე

პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა. წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა (1,1-2).

თარგმანი: და ამასცა თავსა მოციქულთასა ვინაჲთგან წინადაცუეთილებისაგანთა მიმართ ერწმუნა სახარებაჲ, ამისთჳსცა ყოველთა ადგილთა მიმოგანთესულთა მიმართ მისწერს ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა არა ხოლო ჰურიასტანისა, არამედ ადგილ-ალბილ მიმოგანთესულად მყოფისაცა ქადაგ იქმნეს...

სარჩევი

იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე პირველი

მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).

თარგმანი: რომლისათჳს-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს "ღმერთი არავინ იხილა" (), აწ მისთჳსვე პირველითგან ყოფასა თანა თუალით ხილვასაცა იტყჳს ყურით სმენილისა მის და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულისასა. ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ, რომელი-იგი უხილავ და პირველ საუკუნეთა იყო მხოლოდშობილი და თანა-დაუსაბამოჲ ძე მამისაჲ...

სარჩევი

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი:...

სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი ფილიპელთა მიმართ

მოციქულისაჲ: პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა (1,1).

გუაკურთხენ, მამაო:

ფილიპიაჲ ქალაქი არს მაკედონისაჲ, განწესებული დედაქალაქსა ქუეშე თესალონიკისასა, რომელთა მიმართ, ვითარცა თანასწორთა პატივითა, ეგრეთ მისწერს, და არცა ერთსა რას სახელ-იდებს პატივთაგან მოციქულებისათა, თჳნიერ მონებასა ქრისტესსა, რომელი-იგი დაღაცათუ საზოგადო არს ყოველთა, არამედ პავლესივე არს და მსგავსთა მისთაჲ,...

სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ

მოციქულისაჲ: პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

ვინაჲთგან მრავალთა მიერ იბრძოლებოდეს კოლასელნი — ჰურიათა მიერ ჰურიაებად, და წარმართთაგან — მრავალღმრთეებად, ვითარმედ ღმრთისავე თანა, დიდისა და მიუწდომელისა, ანგელოზთაჲცა ჯერ-არს ღმრთად აღსაარებაჲ და თაყუანისცემაჲ, რამეთუ იგინი არიან შუამდგომელ და მიმყვანებელ ჩუენდა ღმრთისა მიმართ; ამისთჳს მოციქული თავსავე ზედა ესრეთ იწყებს, ვითარმედ: მე, პავლე, არა ანგელოზთა...

სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი გალატელთა მიმართ

პავლე მოციქული, არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

ვინაჲთგან ჰურიათაგანნი იგი, რეცა მორწმუნენი, ამით სახითა განსდრეკდეს გალატელთა, კუალად მონებად წესთა ჰურიაობისა და წინადაცუეთისათა, ვითარმედ: არა ჯერ-არს პავლესი რწმუნებაჲ, რამეთუ იგი არა თუალით მხილველი არს ქრისტესი, არამედ უკუანაჲსკნელ მოსრული მოწაფე პეტრესი და მისთანათაჲ, რომელნი-იგი უწინარესნი არიან მისსა, და არავის აყენებენ წინადაცუეთად, ვითარცა მოციქულნი ქრისტესნი და თჳთ...

სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ

პავლე მოციქული ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

ეფესოჲ დედაქალაქი არს ასიაჲსაჲ, სადა-იგი იყო სახელგანთქუმული ტაძარი არტემისი, და ამას ქალაქსა შინა შეკრებულ იყვნეს მრავალგანსმენილნი იგი ბრძენნი ასიაჲსანი, რომელთა მიმართ, ვითარცა მრავალჴელოვანთა, სიღრმით და მოქცევობით ჰყოფს სიტყუათა თჳსთა ყოველსავე ამას შინა ებისტოლესა, რამეთუ, აჰა, მყის დასაბამსა ცხად ჰყოფს, ვითარმედ მოციქულებაჲ და ქადაგებაჲ ქრისტესი...

სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ მეორე

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

სახელისათჳს უკუე, ვითარცა ყოველსა ებისტოლესა, ეგრეთვე აქაცა ცხად არს, ვითარმედ შორიელთა მიმართ მისწერს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "პავლე", და ზედა-დაჰრთავს პატივსა მას მოციქულებისა თჳსისასა, არა ლიტონად და თავით თჳსით მოგებულად, არამედ ღმრთისა მიერ მისდა მონიჭებულად, რამეთუ, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისა ზუაობით სიქადულისაგან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნებითა...

სარჩევი