თარგმანი: სტეფანა არს იგი მესაპყრობილეთ მთავარი, რომელსა ეგულებოდა მას ღამესა თავისა თჳსისა მოკლვაჲ ფილიპიას შინა, და ნათელ-იღო პავლეს და შილაჲს მიერ სახლეულით თჳსითურთ.
1 Corinthians 1:16
თარგმანი: ესე არს საპყრობილის მცველი იგი, რომელსა ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ, და დაყენებულ რაჲ იქმნა პავლესგან, ნათელ-იღო ყოვლით სახლეულითურთ.
თარგმანი: სტეფანა არს იგი მესაპყრობილეთ მთავარი, რომელსა ეგულებოდა ღამესა მას თავისა თჳსისა მოკლვაჲ, და ნათელ-იღო სახლეულით თჳსითურთ.
...მონაჲ იყო; აბრაჰამ მოხუცებული იყო; იობ განსაცდელსა მიეცა დიდსა; ლაზარე გლახაკი იყო და უძლური; ეგრეთვე ტიმოთე უძლურებასა შინა იყო; აკჳლა მეპრატაკე იყო; ლუდია ძოწეულისმოფარდული იყო; კორნელიოს ასისთავი იყო; სტეფანა მესაპყრობილეთმცველი იყო, რომლისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „ნათელ-ვეც სახლსა სტეფანაჲსსა“; ონისიმე მონაჲ იყო, განდგომილი უფლისა თჳსისაგან.
ხოლო თავთა მათთჳს მოციქულთა ყოველთა იცით, ვითარ მეთევზურ და მეზუერე იყვნეს ვიეთნიმე, და ამათ ყოველთა არარაჲ ექმნეს საქმენი ესე დამაყენებელ ცხორებისაგან საუკუნოჲსა, არამედ ყოველნი მიიწინეს სასუფეველად საქმეთა მიერ კეთილთა. და რად ვიტყჳ მათ ხოლო, არამედ ავაზაკნიცა და მეძავნი და მეზუერენი ცხონდეს.
ამისთჳს არარაჲ ვის გუაქუს მიზეზი, რამეთუ გონებაჲ ხოლო საჴმარ არს ჩუენდა და ნებაჲ კეთილი. და რომელსაცა საქმესა შინა ვინ იყოს, უკუეთუ ენებოს, ძალ-უც მოგებაჲ სათნოებათაჲ. ვისწრაფოთ უკუე სათნოყოფად ღმრთისა, ვინაჲთგან ყოველთა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა დამკჳდრებად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.