მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 10:1

1. Moreover, brethren, I would not that ye should be ignorant, how that all our fathers were under the cloud, and all passed through the sea;2. And were all baptized unto Moses in the cloud and in the sea;
1 Corinthians თავი 10
1. Moreover, brethren, I would not that ye should be ignorant, how that all our fathers were under the cloud, and all passed through the sea;
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს (10,1).:

თარგმანი: კუალად ჰურიათასა მასცა სახედ შემოართუამს წიგნისაგან გამოსლვათაჲსა თხრობილთა საქმესა, ვითარმედ, ვითარ-იგი მათ ვერარაჲ არგო ესოდენთა ნიჭთა მიმთხუევამან, ვინაჲთგან უმადლო იყვნეს, და შემდგომად ესოდენთა ამათ კეთილთა არა სათნო-ეყვნეს ღმერთსა. ეგრეთვე თქუენ, სარწმუნოებამან ოდენ არაჲ გარგოს, უკუეთუ არა მოიგნეთ საქმენი კეთილნი. და ესე არს მიზეზი სიტყუათა ამათ სახედ შემოღებისაჲ. ხოლო თუ ვითარ მათ ზედა ქმნილი იგი სახე ფრიად რაჲმე შეეტყუებოდა საიდუმლოთა ჩუენთა, ისმინე. რამეთუ მათი იგი ღრუბელსა ქუეშეჲ გამოსახვიდა ჩუენ ზედა მყოფსა ამას მადლსა სულისა წმიდისასა, რამეთუ ვითარ იგინი ღრუბელმან მაგრილობელმან ეგჳბტისა საცთურთაგან გამოიჴსნნა, ეგრეთვე ჩუენ მადლმან სულისა წმიდისამან საეშმაკოთა სიბოროტეთაგან განგუარინნა. ხოლო ზღჳსაჲ იგი მათთჳს ქმნილი გზა-ცემაჲ და მტერთა მათთა მას შინა წარწყმედაჲ ჩუენ მოგუანიჭა ემბაზმან ნათლისღებისამან, რაჟამს ჩუენ განგუბანნა ცოდვათაგან, და მტერნი ჩუენნი მოაშთვნა მას შინა.

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. წარსულის ხსოვნა ჭირში ნუგეშად:

...ზირ 2:10)7. და პავლეც ამბობს: „ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია“ ().

მაგრამ სარგებელს ვიღებთ არა მხოლოდ სხვისი ამბების, არამედ ხშირად საკუთარი ამბების გახსენებითაც. ამას მოციქულიც აჩვენებს, როდესაც ამბობს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ“ (). და საპირისპირო მხრიდანაც: „რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის?“ (). და სხვა ბრძენი ამბობს: „მოიხსენე შენი უკანასკნელი და უკუნისამდე აღარ შესცოდავ“ ()8....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
12. ღმრთის მუქარის კაცთმოყვარული მიზანი:

...ნა და თვალწინ აჩვენა ანანიასა და საფირას სასჯელი; სწორედ ამას აკეთებდა პავლეც მოგვის შემთხვევაშიც. სხვა გზითაც ამტკიცებს ამას, როცა უდაბნოში მყოფებს იხსენებს და ასე ამბობს: „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს“ (), „და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს“ (), „და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს“ (), „და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“ (); „არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან“ (), არამედ დაიღუპნენ და დაეცნენ. რადგან მომავალთა შესახებ საუბრობდა — გეჰენას, სასჯელსა და დასჯას ვგულისხმობ — ამიტომ წარსულიდანაც მოჰყავს მათ შესახებ მტკიცებულება და თვით დასჯილები გამოჰყავს შუაში: გველებისაგან დასჯილები და მომსრველისაგან დასჯილები.

სწორედ ამას აკეთებს აქაც დავითი, იქნება აქიტოფელის შესახებ ამბობს ამას თუ აბესალომის შესახებ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ:

...ელებაჲ. გარნა არა კმა არს გამოსლვაჲ ხოლო ეგჳპტით, არამედ ქუეყანასაცა აღთქუმისასა ჯერ-არს შესლვად, რამეთუ ებრაელნი იგი, ვითარცა პავლე იტყჳს, დაღაცათუ ზღუაჲ მეწამული განვლეს და მანანაჲ ჭამეს და სასუმელი იგი სულიერი სუეს, გარნა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ვერ შევიდეს, არამედ უდაბნოსა მას შინა წარწყმდეს.

ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენცა ეგრეთვე შეგუემთხჳოს. ამისთჳს ნუმცა უდებ და მცონარ ვართ, არამედ აწცა, ოდეს გუესმნენ სიტყუანი ბოროტთა მათ მსტოვართანი, შეასმენდენ რაჲ იწროსა მას და საჭიროსა გზასა და იტყოდინ, რასა-იგი მაშინ იტყოდეს მსტოვარნი ისრაჱლთანი, ნუ მივემსგავსებით ერსა მას უგუნურსა, არამედ ისუს ვჰბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრემდის აღთქუმანი იგი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.

ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.

გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხ...

სრულად ნახვა