მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 10:3

2. And were all baptized unto Moses in the cloud and in the sea;3. And did all eat the same spiritual meat;4. And did all drink the same spiritual drink: for they drank of that spiritual Rock that followed them: and that Rock was Christ.
1 Corinthians თავი 10
3. And did all eat the same spiritual meat;
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს (10,3).:

თარგმანი: სულიერად უწოდს საზრდელსა მას მანანაჲსასა, რამეთუ ზეგარდამო მოეცემოდა, და სულიერი სახე მოაქუნდა საუფლოჲსა ამის ჴორცისაჲ.

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. წარსულის ხსოვნა ჭირში ნუგეშად:

...ოცა ნუგეშისცემა სჭირდება, ისე მაშინაც, როცა გონს მოყვანა სჭირდება. იგი ამბობს: „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს“ (), და: „და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს“ (); მაგრამ „არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან“ (). ზოგჯერ კი მომავალს მოიხმობს: „რომელთა-იგი საშჯელი მიეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა“ (). და კვლავ: „რამეთუ მოიწია მათ ზედა რისხვაჲ სრულიად“ (). „რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს“ (). და კვლავ: „რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა“ ()....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
12. ღმრთის მუქარის კაცთმოყვარული მიზანი:

...ასე ამბობს: „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს“ (), „და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს“ (), „და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს“ (), „და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“ (); „არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან“ (), არამედ დაიღუპნენ და დაეცნენ. რადგან მომავალთა შესახებ საუბრობდა — გეჰენას, სასჯელსა და დასჯას ვგულისხმობ — ამიტომ წარსულიდანაც მოჰყავს მათ შესახებ მტკიცებულება და თვით დასჯილები გამოჰყავს შუაში: გველებისაგან დასჯილები და მომსრველისაგან დასჯილები.

სწორედ ამას აკეთებს აქაც დავითი, იქნება აქიტოფელის შესახებ ამბობს ამას თუ აბესალომის შესახებ. ზოგიერთნი კი ამბობენ, რომ ეს აქიტოფელის შესახებ ითქვა. რადგან ერთსა და იმავე კაცს არ შეჰფეროდა, ეთქვა: **„ეკრძალენით და ერიდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ელთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და მოქალაქობისაცა სათნოჲსა მოგებად; რამეთუ უკუეთუ მოქალაქობაჲცა ღირსი სარწმუნოებისაჲ არა ვაჩუენოთ, დიდი მომეჴადოს ჩუენ სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: „ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა“. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ, - ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლა...

სრულად ნახვა