თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ სთქუა: ხოლო მნებავს თქუენი უწყებაჲ; რამეთუ აწინდელი ესე ადგილი თავი არს სიტყჳსაჲ. ვინაჲთგან ზემო აქნა გარდასრულთა მცნებათა შეკრძალვისათჳს, ხოლო აწ ახალსა იწყებს სწავლასა.
1 Corinthians 11:3
...თულთაგან მოდის, ეს კი თვით მმართველის წარმატებაა.
თუ დიდ პატივს მიიღებ, ეს შენთვის არაფერია; რადგან იგი სხვებისგან მიიღე; ხოლო თუ დიდი სათნოებით ბრწყინავ, ეს მთლიანად შენია. შენ ხარ ის, ვისზეც ითქვა: „თავ დედაკაცისა - ქმარი“ (); მაშ, თავმა დანარჩენი სხეული მოაწესრიგოს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ თავი დანარჩენ სხეულზე იმდენად ადგილით კი არ აღმატებულობს, რამდენადაც განგებით, როგორც რომელიღაც მესაჭე, მთელ სხეულს მართავს? რადგან თავშია როგორც სხეულის, ისე სულის თვალები; იქიდან მოედინება მათკენ განჭვრეტის უნარი და იქიდანვე მბრძანებლობის ძალა. და დანარჩენი სხეული მსახურებისთვის არის განწესებული, თავად თავი კი ბრძანებისთვის არის დადგენილი. ყველა გრძნობა იქიდან იღებს დასაბამსა და წყაროს; ხმოვანი ორგანოების მოქმედებაც, მხედველობის უნარიც, ყნოსვაც და მთელი შეხებაც იქიდან აღემართება; რადგან ნერვებისა და ძვლების ფესვიც იქიდან არის შემდგარი. ხედავ, რომ განგებით უფრო მეტად აღმატებულობ...
...რადგან როცა სნეულებანი, როცა მახენი, როცა გლოვა და უბედურებანი შეგვემთხვევა, როცა სხვა ამგვარიც რამ ხდება, ეს ამის გამო ხდება. ამას პავლეც ცხადყოფს, როცა ასე ამბობს: „ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.“ (). და როგორ, იტყვის ვინმე, როცა წელიწადში მხოლოდ ერთხელ მივეახლებით? სწორედ ეს არის საშინელი: მიახლების ღირსებას გონების სისუფთავით კი არ საზღვრავ, არამედ დროის შუალედით, და ღვთისმოშიშებად მიგაჩნია ის, რომ ხშირად არ მიხვიდე; არ იცი, რომ უღირსად მისვლა, თუნდაც ერთხელ მოხდეს, შებღალავს, ხოლო ღირსად მისვლა, თუნდაც ხშირად, აცხოვნებს. კადნიერება ხშირად მიახლება კი არ არის, არამედ უღირსად მიახლებაა, თუნდაც ვინმე მთელი დროის განმავლობაში ერთხელ მივიდეს.
ჩვენ კი ისე უგუნურად და საცოდავად ვართ განწყობილნი, რომ მთელი წლის განმავლობაში უთვალავ ბოროტებას ჩავდივართ, მათგან განძარცვაზე არავითარ ზრუნვას არ ვიჩენთ, საკმარისად კი მიგვაჩნია, რომ განუწყვეტლივ არ გავკადნიერდეთ და შეურაცხმყოფლად არ დავე...
...ნნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?"** (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმენით გააკეთა, წინასწარ ჭვრეტდა რა, რომ მისი თესლისგან შობილი სამეფო მოდგმისა იქნებოდა? შემდეგ, როცა იაკობმა ძეს თავისი სურვილი ამცნო, ცოტა ხნის შემდეგ, ამბობს წერილი, იოსებმა გაიგო, რომ მამამისი უძლურდება, საფლავის კართან დგას და უკვე სიცოცხლის აღსასრულის ჟამი უახლოვდ...
...რედაც კი არ დავტოვოთ ყურადღების გარეშე ის ცოდვები, რომლებიც წვრილმანებად მიგვაჩნია, არამედ ყოველდღე თავის თავს მოვთხოვოთ ანგარიში — სიტყვებშიც, მზერაშიც — და სასჯელი დავისახოთ, რომ მომავალ საუკუნეში სასჯელი ავირიდოთ. ამიტომ პავლეც ამბობს: „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით" (), — ასე რომ, თუ აქ თავს ყოველდღიურ შეცოდებებში ვსჯით, მომავალი სამსჯავროს სიმკაცრისგან განვთავისუფლდებით. თუ კი ამას უგულებელვყოფთ, „განვიკითხენით, — ამბობს პავლე, — უფლისა მიერ ვისწავლებით". მაშ, წინასწარ თავს ვისაჯოთ სრული გულახდილობით, შევიდეთ სინდისის სამსჯავროში, სადაც ჩვენ არავინ გვხედავს; ასე გამოვსინჯოთ ჩვენი ზრახვები და თავის თავზე მართალი განაჩენი გამოვიტანოთ, რათა ჩვენმა გონებამ, მომავალი სამსჯავროს შიშით, გატაცებისგან თავი შეიკავოს, საკუთარი მისწრაფებები ალაგმოს და, იმ დაუძინებელ თვალს რომ წარმოიდგინოს, ეშმაკისთვის შესასვლელი გზა ჩაკეტოს. რომ ჩვენი საკუთარი დაუდევრობისგან ვიტანჯებით, ეს აშკარად გამოცდილება გვიჩვენებს. ოდნავ მოვისურვოთ სულით გამოფხიზლება, მის ყველა მზაკვრობას, როგორც მტვერს, ჩამოვიფერთხებდით; ასე, როცა ცოდვაში ვვარდებით, ეს არა მისი ძალადობის, არამედ ჩვენი საკუთარი დაუდევრობის ბრალია. იგი ჩვენ ძა...
...ყოველნი მსგავსნი მისნი, არა ცოდვილთა ხედვიდეს, არამედ მართალთა ჰბაძვიდეს. ეგრეთვე შენ იქმოდე, საყუარელო, რამეთუ არა თუ მსაჯულად და განმკითხველად სხუათა დაჯდომილ ხარ გამოძიებად ცოდვათა მათთა, არამედ თავისა თჳსისა განკითხვად განწესებულ ხარ. „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენითო“, იტყჳს წმიდაჲ მოციქული. ხოლო აწ ჩუენ წესი ესე შეგჳცვალებიეს და თავთა თჳსთა არცა დიდთა, არცა მცირეთა ცთომა-თათჳს მოვჰჴდით ბრალსა და სხუათასა დიდითა გამოწულილვითა გამოვე-ძიებთ. გარნა აწ დაუტეოთ უწესოჲ ესე წესი და ცოდვათა ჩუენთა სამსჯავროჲ განვაწესოთ ჩუენ შორის და თჳთ ვიქმნეთ მსაჯულ და შემასმენელ და მტანჯველ თავთა თჳსთა, რაჲთა მუნ არა დავისაჯნეთ, არცა ვიტანჯნეთ. ხოლო სხუათასა ნუ ცთომათა გამოვეძიებთ, არამედ სიმართლეთა, რაჲთა ჴსენებითა თჳსთა ცოდვათაჲთა და ბაძვითა სხუათა სათნოებისაჲთა დღი-თი-დღე ვაბრალებდეთ თავთა თჳსთა და წარვემატებოდით სიმდაბლესა შინა, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ღითი-დღე.
უკუეთუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათჳს სულსა შენსა ბრალსა მოჰჴდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანნე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთჳს იტყოდა პავლე: „უკუეთუმცა თავ-თა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. ეგრეთ წმიდაჰყოფდა იობ შვილთა თჳსთა, რამეთუ რომელი უცნაურთა ბრალთათჳს შესაწირავთა შესწირვიდა, საცნაურთათჳს არამცა ძლიერად განიკითხვიდაა?
ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიქმთ, არამედ და-რაჲ-ვწვით სარეცელთა ზედა, მეყსეულად ანუ არაწმიდათა გულისსიტყუათა ვიწყით წურთად, ანუ ცუდთა და სოფლიოთა საქმეთა ზრუნვად. და საუნჯე თუ მცირედი გუაქუნ, წარმავალი და ამაოჲ, დიდითა კრძალულებითა ვსცვიდით მას მპარავთაგან და ავაზაკთა, ხოლო სულსა ამას ჩუენსა საწყალობელსა, რომელი-იგი მხოლოჲ მოცემულ არს ჩუენდა, და სხუაჲ ნაცვალი მისი არა არს, განვსცემთ ყოველთა მპარავთა და ავაზაკთა წარსატაცებელად, ყოველთა ბოროტთა გულისსიტყუათა ფერჴისსაცემელად; გინა თუ სიძვისაჲ მოვიდეს, გინა თუ ანგაჰრებისაჲ, გინა თუ გემოთმოყუარებისაჲ, ანუ თუ გულისწყრომისაჲ, ანუ შურისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე ბოროტთა ვნებათაგანი, მეყსეულად კარსა განუღებთ და შევიწყნარებთ, და მათ თანა იქცევინ და მათ თანა ზრა...
...საშინელ არს სამსჯავროჲ იგი, და თანაწარუვალ არს ცოდვილთა ტანჯვაჲ, და მოუთმენელ არს ჭირი იგი. ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა არცა აქა იტანჯო, არცა მუნ, მე გასწაო შენ, ძმაო, ჭეშმარიტად: მოჰჴადე შენვე ბრალი თავსა თჳსსა; ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. უკუეთუ ესრეთ იქმოდი, წარემართო გჳრგჳნისაცა ღირს-ყოფად.
ხოლო უკუეთუ მკითხავ, თუ ვითარ მოჰჴადო ბრალი თავსა შენსა, მე გითხრა: იგლოვდი, ტიროდე, სულთ-ითქუემდ მწარედ, დაამდაბლე თავი შენი, აჭირვენ ჴორცნი შენნი, მოიჴსენენ ყოველნი ცოდვანი შენნი, რამეთუ დიდი ტანჯვაჲ არს ესე სულისაჲ. რომელი მოსრულ არს ლმობიერებით და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებად ცოდვათა თჳსთა, იცის მან, თუ ვითარი ტკივილი აქუს და ჭირი ამას საქმესა; ამისთჳს ესევითარისა მის ჴსენებისა სასყიდელად ღმერთმან განაწესა სიმართლე და იტყჳს: „იტყოდე შენ პირველ ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე“.
რამეთუ ჭეშმარიტად დიდი კეთილი არს ლმობიერად და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებაჲ ცოდვათაჲ; ესევითარსა მას არა შეურაცხიეს თავი თჳსი ყოვლადვე ღირსად ცხორებისა, არამედ მარადის იგლოვნ, ტირნ და გოდებნ. ესრეთ უკუე იქმოდე, ძმაო, ნუ ხოლო სიძვასა და მრუშებას...