თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე დავასხ თესლი ქადაგებისაჲ, ხოლო აპოლლო მორწყო წყლითა ნუგეშინისცემისაჲთა, რაჲთა არა განჴმეს სიცხითა განსაცდელთაჲთა, არამედ ყოველივე სრულებაჲ ღმრთისაჲ არს, აღმაორძინებელისა მისისაჲ.
1 Corinthians 3:6
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე დავსთესე თქუენ შორის ქადაგებაჲ ესე, და დაგასხენ სარწმუნოებასა შინა, და აპოლო ნუგეშინის-ცემითა მით მისმიერითა არა მიუშუა განჴმობად თესლისა მის და ნერგისა, სიცხისაგან განსაცდელთაჲსა, ხოლო საქმე ყოველივე — აღმაორძინებელისა მის ღმრთისაჲ არს.
...1 ტიმ 3:5). „ნუ ახალნერგ“ (), ამბობს. აქ ახალგაზრდას კი არ გულისხმობს, არამედ ახლად დამოძღვრილს; რადგან ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (). ამრიგად, ამის გამოჩენა სურდა და ეს თქვა. თორემ რა უშლიდა ხელს, ეთქვა: ნუ ახალგაზრდა? მაშ რატომ, იტყვის ვინმე, თვითონ პავლე ტიმოთეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდას, მმართველად აყენებდა? ამას მოწმობს კიდეც, როცა მას ეუბნება: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ ().
[იმიტომ, რომ მის დიდ სათნოებას იცნობდა; იმიტომ, რომ ცხოვრებაში დიდი სიზუსტე ჰქონდა; და სწორედ ამის მცოდნე წერილში ამბობს: „სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ ()...
..., ღირს-იქმნა მადლსა სულისა წმიდისასა სიმდიდრითა მით სარწმუნოებისაჲთა, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რომლისათჳსცა მიმოვიდოდა ყოველთა შორის ქადაგებად სახელსა მისსა. ხოლო თქუმულ არს ამის აპოლოჲსთჳს, ვითარმედ ესე იყო აპელლედცა წოდებული, ეპისკოპოსი კორინთისაჲ რომლისათჳს დასწერს პავლე: "მე დავასხ, აპოლო მორწყო" ().
ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ (18,26-28).
თარგმანი: განგებულებით დაუტევნა მოციქულმან აკჳლა და პრისკილა კორინთეს შინა მოძღურად აპოლოჲსა, რამეთუ მიერითგან კორინთეს მკჳდრობდეს; რომელთათჳს მრავალთა ქებათა მისწერს მოციქული ჰრომაელთა მიმართ, რომლისა მიერ საგონებელ არს , ვითარმედ შემდგომად კლავდის სიკუდილისა, რომლისა მიერ განჴდილ იყვნეს, კუალად იქცეს ესენი მუნვე ჰრომედ. და ესე —უკუანაჲსკნელ. ხოლო აწ, ჯერეთ კორინთეს ყოფასა მათსა, ესმა რაჲ აპოლოჲსი კადნიერებით ქა...