მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:23

22. For he that is called in the Lord, being a servant, is the Lord's freeman: likewise also he that is called, being free, is Christ's servant.23. Ye are bought with a price; be not ye the servants of men.24. Brethren, let every man, wherein he is called, therein abide with God.
1 Corinthians თავი 7
23. Ye are bought with a price; be not ye the servants of men.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სასყიდლით სყიდულ ხართ; ნუ იქმნებით მონა კაცთა (7,23).:

თარგმანი: რამეთუ მომიყიდნა ჩუენ ღმერთმან მამამან სისხლითა მხოლოდშობილისა მისა თჳსისაჲთა, მონებისაგან მტერისა.

თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სასყიდლით სყიდულ ხართ (7,23).:

თარგმანი: სისხლი იგი მხოლოდშობილისაჲ არს სასყიდელი, რომლითა გჳყიდნა ღმერთმან და მამამან.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა:

...უფლე სული შენი მონებისაგან ცოდვათაჲსა და მერმე კადნიერებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაჲ, და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა.

ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს, აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-ყო: „სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა; ნუ იქმნებით მონა კაცთა“. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთჳს მიცემული, რომელ არს ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი, და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორ-ჩილებად სოფლისა მპყრობელსა მას ბნელისასა. რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა, და ესრეთ თითითაცა. ესევი-თარითა თუ გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა, ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი, ჰხედვიდენ რაჲ მახჳლსა მას მკლველსა მათსა, ხედვიდენ რაჲ ლახუარსა მას, რომლითა განიგურიმნეს გულნი მათნი უკეთურნი, ხედვიდენ რაჲ ნიშსა მას, რომლითა ყოველი ძალი მათი დაჰჴსნა ქრისტემან, რომლითა მოაკუდინა ვეშაპი იგი გულარძნილი.

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს დიდი ესე კეთილი, რაჲთა არა ქრისტემანცა არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, და სასწაული ჯუარისა...

სრულად ნახვა