მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:35

34. There is difference also between a wife and a virgin. The unmarried woman careth for the things of the Lord, that she may be holy both in body and in spirit: but she that is married careth for the things of the world, how she may please her husband.35. And this I speak for your own profit; not that I may cast a snare upon you, but for that which is comely, and that ye may attend upon the Lord without distraction.36. But if any man think that he behaveth himself uncomely toward his virgin, if she pass the flower of her age, and need so require, let him do what he will, he sinneth not: let them marry.
1 Corinthians თავი 7
35. And this I speak for your own profit; not that I may cast a snare upon you, but for that which is comely, and that ye may attend upon the Lord without distraction.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ; არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად (7,35).:

თარგმანი: იხილე, ვითარ მოშიშ არს მოციქული ჴელმწიფებით რასმე ბრძანებად მათდა უსრულესისა, რომლისათჳს ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებისათჳს რაჲ გეტყჳ, ნუ ჰგონებთ თუ საფრჴედ მძლავრებისად დაგირწყუამ სიტყუათა ამათ (რამეთუ იძულებასა საფრჴედ უწოდს), არამედ ნებსით აღგარჩევიებ შუენიერად და კეთილად დადგრომად უზრუნველობასა შინა ქალწულებისასა, რომლისასა რაჲმცა უშუენიერეს იყო, რაჟამს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახე კეთილ და სლვა კეთილ უფლისა მიმართ განუბნეველ იყოს.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა ვითარ საცთურ რასმე გიგდებ თქუენ, არამედ შუენიერებისათჳს და კეთილად დადგრომისა უფლისა მიერ უზრუნველად (7,35).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ქალწულებისათჳს სიტყუაჲ ამისთჳს შემოვიღე, რაჲთა უმჯობესი გიჩუენო, და თუ ვითარ იქმნების შუენიერად და უზრუნველად ყოფაჲ, და არა თუ გაიძულებ, რამეთუ იძულებაჲ საცთურ არს ამას საქმესა ზედა.

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ხედავ, რაოდენ დიდ სიზუსტეს ითხოვს ქვრივისგან, იმდენს, რამდენსაც ქალწულთაგანაც კი არ ითხოვს? და მაინც მათგანაც დიდი სიზუსტე და უმაღლესი სათნოება მოითხოვა. რადგან სიტყვები: „შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად" () მოკლედ მოიცავს მთელ სათნოებას. ხედავ, რომ ქვრივის ღირსების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის, მეორედ ქორწინებას არ ეზიაროს, არამედ ბევრი სხვა რამეც საჭიროა?

მაშ რატომ, მითხარი, მოუწოდებს, რომ მეორედ ქორწინებას არ ეზიაროს? განა თვით საქმეს დასდო მსჯავრი? არავითარ შემთხვევაში; ეს ხომ მწვალებელთა საქმეა; არამედ იმიტომ ამბობს, რომ სურს, იგი ამიერიდან სულიერ საქმეებში იყოს დაკავებული და სათნოებისკენ გადაინაცვლოს. რადგან ქორწინება უწმინდურება კი არა, მოუცლელობაა; ამიტომაც, როცა ამბობს: „რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად" (), არ ამბობს, რომ უნდა განიწმინდონ. რადგან ქორწინება მართლაც დიდი მოუცლელობ...

სრულად ნახვა