თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მწყემსთა ამცნო სიფრთხილე სამწყსოთა ზედადგომისაჲ, აწ სამწყსოთა უწოდს ჭაბუკ, და უბრძანებს, რაჲთა, ვითარცა შვილნი მამათა, ეგრეთ ერჩდენ მოხუცებულ წოდებულთა ამათ მღდელთა და მღდელთმთავართა. ამისსა შემდგომად ზოგად ყოველთა აწუევს სიმდაბლით ურთიერთას მორჩილებასა და მახჳლ მომჭრელ ზუაობისა ჰყოფს სიტყუასა მას იგავთასა, რაჲთა ქუეშე მტკიცესა მას ჴელსა ღმრთისასა, რომელი ძლიერ არს შემუსრვად ამპარტავანთა, და უწყის ჟამი მდაბალთა ამაღლებისაჲ. ამისთჳს ნუვინ პირველ ჟამისა ეძიებნ მას, რამეთუ აქა არს დამდაბლებაჲ და ჭირი, ხოლო მერმესა მას — სიმაღლე და განსუენებაჲ საუკუნოჲ, რომლისათჳსცა მას თავადსა მიუტეოთ ყოველი ზრუნვაჲ ჩუენი, ხოლო ჩუენ უზრუნველ ვიყვნეთ და მზა მოქმედებასა შინა მცნებათა მისთასა.
1 Peter 5:5
...ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა იტყჳს: „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“. და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“....
...ნთაჲ“.
ნანდჳლვე! უკუეთუ გუნებავს სულთა ჩუენთა განსუენებაჲ, სიმშჳდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაჲ თანაგუაც, რაჲთა აღმოვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.
ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.
მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.
არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თ...