...მედ: „თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს, რამეთუ ეგრევე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან, რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან“. ვითარცა აქაცა უფალი გამოაჩინებს და მიბაძვითა მით წინაწარმეტყუელთაჲთა ნუგეშინის-სცემს მოციქულთა. და სხუათა მათ ნეტარებათა ესრეთ იტყოდა: „ნეტარ არიან გლახაკნი, და ნეტარ არიან მოწყალენი და სხუანი იგი ყოველნივე“; ხოლო აქა არა ესრეთ განუჩინებელად თქუა, არამედ მათა მიმართ ყო სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ესე განთჳსებულად და განჩინებულად მათი არს უაღრეს ყოველთა, და რომელნი მსგავსად მათსა იდევნებოდინ სახელისა მისისათჳს და სწავლისა მისთჳს საღმრთოჲსა, და რაჲთა გულისჴმა-ყონ დიდებაჲ მისი და სწორებაჲ მამისა თანა; რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელნი მამისათჳს, ეგრეთვე მოციქულნი ძისათჳს დევნნეს ჰურიათა, ურჩულოთა მათ და მოსისხლეთა. ხოლო ოდეს ჰრქუა, ვითარმედ: „წინაწარმე...
1 Thessalonians 2:14
13. For this cause also thank we God without ceasing, because, when ye received the word of God which ye heard of us, ye received it not as the word of men, but as it is in truth, the word of God, which effectually worketh also in you that believe.14. For ye, brethren, became followers of the churches of God which in Judaea are in Christ Jesus: for ye also have suffered like things of your own countrymen, even as they have of the Jews:15. Who both killed the Lord Jesus, and their own prophets, and have persecuted us; and they please not God, and are contrary to all men:
1 Thessalonians თავი 2