თარგმანი: ესე არს მიზეზი, რომლითა გულპყრობილ არს, ვითარმედ თავს-იდვან იგი, რამეთუ უწყის სიყუარული მათი მისსა მიმართ, ხოლო თავისა თჳსისათჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "მიყუართ", არამედ რომელი-იგი ამას უფროჲს არს, ვითარმედ: "გაშურებ", რამეთუ, რომელიცა ვინ ფრიად უყუარდეს სულსა, მასცა ებაძვების. ხოლო ვინაჲთგან სახელი შურისაჲ ზოგადი არს კეთილთა ზედა და ბოროტთა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არარაჲს კაცობრივისათჳს აღგიბაძვებ, ესე იგი არს სიყუარულად საჴმართა და დიდებისა, არამედ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ ღმერთსა მოშურნე ეწოდების; არა თუ ვითარმცა აქუნდა რაჲმე კაცობრივთა ვნებათაგანი, რომელი-ესე ნუ იყოფინ უზეშთაესისა მისთჳს ყოველთა, არა ოდენ ბუნებითთა ვნებათა, არამედ თჳთ მათ ყოველთა ბუნებათაჲსაცა, არამედ ჩუენ აღგუაშურვებს, რაჲთა მიგჳზიდნეს ბაძვად კეთილისა, რომელი-ესე საქმე არს აღმატებულისა სიყუარულისაჲ. ამით უკუე ესევითარითა სახითა აშურვებს აწ მოციქული კორინთელთაცა, ვითარცა ფრიად შეყუარებულთა მის მიერ.
2 Corinthians 11:2
...როგორ წარუმართა მას მისმა მარჯვენამ, როგორ დანერგა ჭეშმარიტება, სიმშვიდე და სიმართლე. იგი კვლავ გადატანითი სიტყვით სარგებლობს, თითქოს ხატში აღწერს ეკლესიას და წინასწარ წარმოთქვამს იმას, რაც შემდეგ მოციქულებმა თქვეს: ერთი ამბობს: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (); მეორე: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს“ (); მესამე: „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ“ (). ამასვე ეს წინასწარმეტყველიც წინასწარ აცხადებს, როდესაც სასძლოსაც შემოიყვანს და იმავდროულად დედოფლადაც წარმოაჩენს; ამიტომ ამბობს: „დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა“ (); სხვა ამბობს: „დამკვიდრდა“, ესე იგი, მტკიცედ დადგა, უძრავად დადგა, როგორც ქრისტე სხვაგან ამბობს: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (). ხედავ პატივის სიჭარბეს? ხედავ ღირსების სიდიადეს? ხედავ, ფეხქვეშ გათელილი და ქვემ...
...მემკვიდრე? რადგან ზედაწერილი ამბობს: „მკჳდრისათჳს“ (). ეკლესია და მისი სისავსე; მის შესახებ პავლე ამბობს: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (). და იოანე: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს“ (). მაგრამ ჩვეულებრივი სიძე პირველი დღეების შემდეგ სიყვარულის სიმძაფრეს ასუსტებს; ჩვენი სიძე კი მუდმივად ჩვენს მოყვარულად რჩება და ლტოლვას აძლიერებს; ამის საჩვენებლად იოანე მას სიძეს უწოდებს, როცა ლტოლვები ყვავის. მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ უწოდა მას სძალი, არამედ იმიტომაც, რომ სურს ყველანი ერთი სხეული და ერთი სული ვიყოთ სათნოებისა და სიყვარულის წესის მიხედვით; და იმიტომაც, რომ, როგორც სძალი ყოველივეს ქმრის სათნოსაყოფად აკეთებს, ასევე ჩვენც მთელი ცხოვრების განმავლობაში ასეთნი უნდა ვიყოთ. როგორც სძალი იმ დღეს საქორწინო პალატაში ზის და მხოლოდ ერთზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს სიძეს, ასევ...
...). პავლე აჩვენებს, რომ ისინი ქვრივობასაც კი სწორად არ ირჩევენ, არამედ განცხრომას ეძლევიან; მაგრამ ქრისტე მაინც ითმენს ამას. და სხვა ადგილასაც ამბობს: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (). როცა მის სახელზე აღირიცხებიან, ამბობს, მაშინ „ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს“ ().
რწმენას აქ აღთქმას უწოდებს, ერთგულებას; თითქოს ამბობდეს: მოატყუეს ქრისტე, აღთქმანი დაარღვიეს. „და ამას თანა უქმობასა ისწავებენ“ (). მაშ, შრომას იგი მხოლოდ კაცებს კი არ უბრძანებს, არამედ ქალებსაც; რადგან უქმობამ ასწავლა ყოველი ბოროტება. ისინი, ამბობს, მხოლოდ ამ განკითხვისთვის კი არ არიან პასუხისმგებელნი, არამედ სხვა ცოდვებისთვისაც. თუ, მაშასადამე, ქალისთვის სახლე...
...ა ეკლესიასა სძლად: „რომელსა აქუს სძალი, სიძე არსო; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“. და პავლე იტყჳს: „მიგათხოენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“. რამეთუ ვითარცა-იგი ოდეს სიტკბოებასა მცნებათა და განკითხვათა უფლისათა ენებოს წერილ-თა გამოსახვად, თაფლსა მოიღებენ სახედ, რამეთუ უტკბილეს სოფელსა შინა არაჲ იპოების; კუალად, ოდეს შუენიერებასა და პატიოსნებასა მათსა იტყოდის, ოქროსა და ანთრაკსა ანუ მარგალიტსა მოიღებს; ოდეს ბრწყინვალებასა იტყოდის, მზესა გჳჩუენებს. არა თუ ესე სახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგებულებაჲ გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: „საიდუმლოჲ ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს“.
ხოლო უკუეთუ ვინ ეძიებდეს, თუ რაჲ არს ესე, რომელ ქორწილად ძისა ეწოდების საქმესა მას, და ძესა მიეთხოვაა ეკლესიაჲ, ხოლო მამასა არა?
ესე წერილთა შინა, საყუარელ...