მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 5:4

3. If so be that being clothed we shall not be found naked.4. For we that are in this tabernacle do groan, being burdened: not for that we would be unclothed, but clothed upon, that mortality might be swallowed up of life.5. Now he that hath wrought us for the selfsame thing is God, who also hath given unto us the earnest of the Spirit.
2 Corinthians თავი 5
4. For we that are in this tabernacle do groan, being burdened: not for that we would be unclothed, but clothed upon, that mortality might be swallowed up of life.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან (5,4).:

თარგმანი: ვითარმცა ვინმე ჰკითხვიდა წინააღმდგომთაგანი, ვითარმედ: "რაჲ? ნუუკუე ჴორცთა სიკუდილი გიმძიმსა ანუ ჴორცნი გეწყინებიან?" — მიუგებს, ვითარმედ: "სიკუდილი არა მიმძიმს, რომელი-ესე სოფლისმოყუარეთა თჳს-ეყჳს, და ჴორცნი არა მეწყინებიან, რამეთუ არცაღა განძურცაჲ მათი მნებავს, არამედ ესე ოდენ, რაჲთა მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ და დაინთქას მოკუდავებაჲ მათი უკუდავებითა და ცხორებითა, ესე იგი არს —თავისუფლებითა ვნებათაგან და ცოდვათა.

ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მზაკვარი ენა და ზენა იერუსალიმი:

...მურად ყოფნა გამიგრძელდა“. სხვა კი: „ვაი მე, შორეულობაში მწირი გავხდი“. ამას ისინი ბაბილონში ტყვეობის გამო გოდებენ, ხოლო პავლე აქ ყოფნის შესახებ ამბობს: „და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების“ (). და კიდევ: „არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით“ (). რადგან ამჟამინდელი ცხოვრებაც მწირობაა. და რატომ ვამბობ მწირობას, როცა ეს მწირობაზეც უფრო უმნიშვნელო რამეა? ამიტომ ქრისტემ მას გზაც უწოდა, როცა თქვა: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა“ (). რადგან ეს არის საუკეთესო სწავლება და, განსაკუთრებით, პირველი: ვიცოდეთ, რომ ამჟამინდელ ცხოვრებაში მდგმურები ვართ.

ამიტომ ძველებიც ამას აღიარებდნენ და სწორედ ამის გ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება და ჭირის სარგებელი:

...„არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,“** (); და კვლავ: „რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების“ ().

3. ცოცხალთა ქვეყანა და უხილავი სიკეთენი

ხედავ, რაოდენ კეთილია სულიერი სიბრძნე? რაც სხვებს ცრემლების ღირსად ეჩვენება, მისთვის ლოცვის საგანია; ხოლო რაც სხვებისთვის სიხარულისა და სიამის ღირსია, მისთვის სულთქმის საგანია. ან განა სულთქმის ღირსი არ არის უცხო მხარეში ყოფნა და ჩვენი სამშობლოდან შორს გადასახლება? ან განა სიხარულის ღირსი არ არის, რომ სწრაფად მივირბინოთ მშვიდ ნავსადგურთან და მივიღოთ ზენა ქალაქი, სადაც ტკივილი, მწუხარება და სულთქმა განშორებულია? ამბობს: ეს მე, ცოდვილს, რა შემეხება? ხედავ, რომ მწუხარებას სიკვდილი კი არ ქმნის, არამედ ბოროტი სინდისი? ამიტომ შეწყვიტ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სიკვდილის სარგებელი და ქმნილებათა მორჩილება:

...ხოლო ვისაც სუფთა სინდისი აქვს, ჯილდოებისკენ მირბის და გვირგვინისკენ მიემართება.

და რათა გაიგო, რომ შფოთს საქმეთა ბუნება კი არა, ადამიანთა განწყობა ქმნის, ისმინე, როგორ ეძებს ამას პავლე: ხან ამბობს, „და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით“ () და „შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა“ (), ხან კი იმავეს სხვაგან აცხადებს: „დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ“ (). თუ სიკვდილი სწორად მცხოვრებთათვის მძიმე ტვირთი კი არა, სასურველიც არის, მით უფრო სიღარიბე და ყოველივე სხვა. „გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ზუსტად გამოკვლეულია“.

აქ, როგორც მეჩვენება, ქმნილებებზე საუბრობს და ღვთის სიბრძნეს აცხადებს; ზემოთ კი საქმეებს უწოდებდა - თუმცა ჩვენ, მცირესულთა...

სრულად ნახვა