მოციქულისაჲ: მოხუცებული რჩეულსა დედასა და შვილთა მისთა (1,1).
თარგმანი: ეკლესიასა იტყჳს დედად, რომლისა მიმართ ამას იტყჳს.
თარგმანი: დაღაცათუ დედაკაცსა თანა მისწერს და რჩეულ უწოდს სარწმუნოებად მოსლვისათჳს, მას, რომელი-იგი არა პატივითა და ღირსებითა ჴორციელითა, არამედ სულიერად წარმართებულებითა თჳსითა და შვილთა თჳსთაჲთა საყუარელ უჩნდა, არამედ...
„იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაი და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესო ქრისტესა ძისა მამისა ჭეშმარიტებით და სიყვარულით“ ()
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
აღდგა ერთობა ღმერთთან, და გაიხსნა კარი მარადიული სიხარულისა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
იხარებს და იშვებს ცა და დედამიწა, ანგელოზთა დასი და კაცთა ნათესავი, სამყარო ხილული და უხილავი.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
სიცოცხლე მეფობს, რამეთუ უჭკნობ ნეტარებას მივემთხვიენით.
მოვედით და შევსვათ წყარო უხრწნელებისა, ვიხმიოთ პური საზეპურო, ტრაპეზი - სამეუფო.
მთელი სამყარო თაყვანსა სცემს ღვთის დიდებასა და მოწყალებას, რამეთუ დაიხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, დაითრგუნა სიკვდილი და ჩვენც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ვხმობთ: „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი“ ().
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დაუტევნელი გრძნობა ვახაროთ დედას უფლისასა და ანგელოზის მსგავსად, რომელმაც პირველმა მიულოცა მას მ...
...: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ“. ესე მაცთურთა მათთჳს მწვალებელთა და ქრისტეს წინააღმდგომთათჳს თქუა, ვითარი იყო სჳმონ მოგჳ, ვითარი იყო აპიონ, ანუ ვიონ, კირინთოს, კარპოკრატი, მანენ, კუვრიკოს და სხუანი მსგავსნი მათნი მრავალნი, რომელთათჳს იტყჳს იოვანე მახარებელი, ვითარმედ: აწცა ანტექრისტენი მრავალნი არიან; და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელთამე კეთილი გონებაჲ განიშორეს და სარწმუნოებასა შეეცოდნეს, რომელნი-იგი არიან იმენეოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა ისწავლნენ არა გმობად“. და კუალად იტყჳს: „ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რომელ-იგი არიან იმენეოს და ფილიტოს“. (2 ტიმ. 2, 16-17) და რაჲთა არა მრავალთა წარმოვიტყოდი, ამათ ესევითართა მოასწავებს უფალი აწ და განაკრძალებს მათ საცთურისა მისგან მათისა და ყოველთა მათ გინა თუ კერპთმსახურებისა, გინა თუ წვალებისა მეტყუელთა. მერმე განსაცდელთა მათთჳს იერუსალჱმისათა იწყო სიტყუად: „გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლა-თანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“.
ამათ სიტყუათა მიერ ბრძოლანი იგი ჰრომთანი მოასწავნა, ჰურიათა მიმართ ყოფადნი, და მოწაფენი...